***ევროპამ ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო.
დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან
ევროპაში ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. დეპორტაციას წინ უძღოდა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი. იანვარში კი საქართველო ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. უსაფრთხო ქვეყნიდან გამოქცეულ ადამიანებს კი, ცხადია, ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებენ. გერმანიიდან უკვე გამოაძევეს 210 ადამიანი, 300-სს უახლოეს მომავალში გამოაძევებენ, დანარჩენებს კი ამის შემდეგ. დეპორტირებულთა ნაწილს ბანკის ვალი აქვს აღებული და სამსახურის საძიებლად იყო გერმანიაში ჩასული, ამიტომ რამდენიმე ადამიანი დეპორტაციის დროს ცუდად გახდა. დეპორტირებულთა შორის არიან ბავშვებიც. ქართველების გამოძევება დაიწყეს ესპანეთიდანაც. გუშინ 200-მდე შეიარაღებული სპეცრაზმელი ერთ-ერთ საცხოვრებელში შეიჭრა და ქალები და ბავშვები გამოყარა. როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, საქართველოს დელეგაცია ევროპის სახელმწიფოებში ჩადის და მათ მთავრობას ეუბნება, რომ ქართველებს გამოსაქცევი არაფერი არ ჭირს, სოციალურად არ უჭირთ და ამიტომ ყველანი გამოადეპორტეთო.
დელეგაციების ჩასვლა სულაც არაა საჭირო, მათ სიტყვას ვინ დაუჯერებს. ევროპის ქვეყნებს აქვთ საელჩოები თბილისში, აქედან მიდის ინფორმაცია სხვადასხვა მთავრობებს, თუ რა სიტუაციაა საქართველოში.
მთავრობასაც ნუ აბრალებთ ყველაფერს მეც საზღვარგარეთ ვარ დაა ისე გაიფუჭეს სახელი ქართველებმა ამ ქურდობებით და მკვლელობებით შეაძულეს ყველას თავი ერთი დღე არ გავა ქართული რომ არ დაიჭირონ
აბა რა! ბიძინას მონობას გინდათ გაექცეთ? არ გამოგივათ, კაცს ამდენი ფული აქ ჩაყრილი და ვინ გაგიშვებს? უნდა ვეყაროთ აქ მშიერმუცელა უნიფხვო მონის სტატუსით და ყოველი არჩევნების წინ ცოტა კარტოფილს და ხახვს კი მოგვაქვავებენ ალბათ
მაგასაც ვერ ხვდები ნახევარი საქართველო აქაა და აქედან გამოგზავნილი ფულით გააქვთ თავი რამდენიმე ათას ადამიანს დაა მაშინ მიხვდები როცა აქ იქნები როგორ ძნელია ყველას ერთ ქვაბში რომ ხარშავენ
შენ მეტი საქმე ეტყობა არ გაქვს რა ნახე ამდენი წერით ერთი კომენტარი გავაკეთე და ისიც სიმართლე ეს სიხარულით არ დამიწერია გულის ტკივილია როცა ასე სვრიან ყველას
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 37