გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 55 წლის ლადო ქევხიშვილის დედის განცხადებით, ყაჩაღური თავდასხმა მოხდა მის ოჯახზე. მისივე ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა პირმა სახლიდან 20 000 ლარამდე თანხა წაიღო.
"შუაღამისას შემოვიდა სამი ნიღბიანი სახლში,მე ცალკე ოთახში მეძინა, პირზე ხელი ამაფარეს და მარანში დამამწყვდიეს. ჩემი შვილი ტრაქტორისტი იყო და ტრაქტორის საყიდლად დიდხანს აგროვებდა ფულს. იცოდნენ ყაჩაღებმა თანხა რომ გვქონდა სახლში, მოკლეს ჩემი შვილი და 20 000 ლარამდე წაიღეს. ამ ფულით ლადოს ტრაქტორი უნდა ეყიდა. შორი გზიდან არავინ მოვიდოდა, ჩემი ვარაუდით ეს საშინელება ადგილობრივებმა ჩაიდინეს", - აცხადებს გარდაცვლილის დედა, მანია ქევხიშვილი
.შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე სახლიდან თანხის წაღების ფაქტს არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ხოლო დამნაშავეთა დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8