
მაშინ როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი კრიმინალი პაბლო ესკობარი ახალი გამოჩენილი იყო დანაშაულებრივ სცენაზე, მას ფულის გამოძალვის მიზნით მამა მოსტაცეს.
მას ეს ტელეფონით აცნობეს, პაბლომ ექსტრემალურ ვითარებაში სწრაფი გამოსავალი იპოვა და გამტაცებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
-კი ბატონო მოგიტანთ მოთხოვნილ თანხას ოღონდ გაფრთხილებთ მამაჩემს თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდეს თავიდან, თორემ შურს ვიძიებ, მან ყოველ სამ საათში ერთხელ "ფენტემი" უნდა დალიოს თორემ ცუდად გახდება, გთხოვთ შეიძინოთ რამდენიმე დღის მარაგი, სანამ ფულს მოვაგროვებ და ყოველ სამ საათში მისცეთ." ესკობარის გაოგნებული მეგობრები ვერ მიხვდნენ თუ რას ამბობდა მათი ბოსი.
შემდეგ პაბლომ მათ მიმართა:
- "ქალაქის ყველა აფთიაქში გაგზავნეთ ხალხი, ვინც "ფენტემს" იკითხავს მათ აედევნონ, ყველა დახოცონ და მამაჩემი აქ მომიყვანონ."
- "კი მაგრამ "ფენტემი" შეიძლება უბრალო ხალხმაც მოითხოვოს ნებისმიერ წუთს" - იყო პასუხი.
- "ფენტემი არ არსებობს მეგობრებო" - იყო პაბლოს პასუხი.
შედეგად ესკობარის მამა უდანაკარგოდ და უფასოდ განთავისუფლდა შვილის მახვილი გონების წყალობით.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12