777 ხაჭოს პეროგი, რომელიც პირში დნება (მარტივი რეცეპტი)
ამ რეცეპტით დამზადებული პეროგი გამოდის საოცრად ნაზი და ფაფუკი. მისი მომზადება ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები გულსართისთვის:
ხაჭო- 400-500 გრ.
შაქარი- ½ ჭიქა;
არაჟანი- ½ ჭიქა;
ქიშმიში-70 გრ.
მანანის ბურღული- 3 ს.კ.
მარილი- 1/3 ჩ.კ.
მომზადების წესი:
ხაჭო, არაჟანი, შაქარი, მანიანის ბურღული და სოდა აურიეთ ერთმანეთში;
ქიშმიში შეგიძლიათ მოათავსოთ წყალში, სანამ ცომს გააკეთებთ.
ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი- 3 ჭიქა;
კარაქი-250 გრ.
შაქარი- ½ ჭიქა;
საკვები სოდა- ½ ჩ.კ.
მომზადების წესი:
ფქვილი და კარაქი აურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ შაქარი, სოდა და ურიეთ ერთი მასის მიღებამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელზე გადაიტანეთ ცომის 2/3 , გაასწორეთ ხელით ან ჩანგლის დახმარებით, ზემოდან თანაბრად მოასხით გულსართი ქიშმიშთან ერთად და დარჩენილი ცომი კვლავ თანაბრად გაასწორეთ მის ზემოდან.
პეროგი გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 8