
ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც
ავიყოლიებ ამაში" - ავლაბრის სასახლისთვის ბრძოლა გრძელდება
24-10-2015, 14:05
ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას კიდევ
ერთხელ ახსენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს
არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. "მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ
გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა
ამოიღონ" - განაცხადა "იმედის" ეთერში ივანიშვილმა.
"ასეთი ცინიზმი, რომ 9-10 მილიონი ლარი დამატებითი ხარჯები, არაფერი
არ არის და ივანიშვილმა მიანიშნა და მთავრობამაც მიანიშნა, რომ კანონით
შენ იმ სასახლეში გეკუთვნის, და ეს გაგრძელდება, ეს ასე ვერ დასრულდება და
მე მუდამ შევახსენებ მთავრობასაც და მასაც. ეს სახელმწიფო არის თუ არ არის
სახელმწიფო? რას ნიშნავს რომ მას სურვილი აქვს. მთავრობა წყვეტს, ვინ სად
უნდა იყოს და როგორ და არა ის, რომ დაადო თავი და შევიდა. ეგრე არ არის.
მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც
ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ. რას ნიშნავს ეს რომ, ივანიშვილის
ახირება იყო? ივანიშვილის ახირებაა ის, რომ 2 სასახლეა დაკეტილი? 1 500 -
2000 კვ.მ. სჭირდება მას რეალურად, რაც უფლებები აქვს. არაფერზე პასუხი არ
მოეთხოვება რეალურად, არაფრით დატვირთული არ არის, არავითარი დიდი "სტაფი"
მაგას არა ჰყავს. რა ხდება? რომ აცხადებს, რომ კონსტიტუციის დამცველი და
დარაჯია, თვითონ უნდა დაიცვას პირველ რიგში კანონები. ასეთი სააკაშვილიც
იყო. კანონი პირველ რიგში პრემიერმა უნდა დაიცვას და პრეზიდენტმა და მერე
უნდა მოსთხოვო სხვას. თვითონ იქვე არღვევეს და ცინიკურად აცხადებს, რომ
მერე რა მოხდაო, რომ 16 000 კვ.მ მიჭირავსო. ეს ივანიშვილის პრობლემააოო,
თორემ გადავიდოდიო 9-ჯერ, ან საერთოდ დაცვის გარეშე ვივლიდიო", -განაცხადა
ივანიშვილმა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12