გამოაქვეყნა: ცისნამი საყვარლიშვილიon: სამშაბათი, ივნისი 23, 2015In: Facebook-ი ამბობს, ბოლო სიახლეები, ექსკლუზივი, კრიმინალი, საზოგადოება, სამართალი, სლაიდერი
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ნონა ცინცაძის გაუჩინარების ამბავი მთელმა საქართველომ შეიტყო, თუმცა მისი საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია და ვაკე-საბურთალოს პოლიციის ქვეგანყოფილებაში მტვერი ედება.
2014 წლის აგვისტოში ნონა იტალიიდან სამშობლოში ბრუნდება, 13 აგვისტოს შემდეგ კი მისი კვალი ქრება და დღემდე არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.
დღეს მისი ქალიშვილი Facebook-ზე ქვევით მითითებულ ფოტოს აზიარებს და ასეთი სახის კომენტარს წერს იტალიურად: “Voglio che mi chiami la mamma, ovunque lei sia basta che mi chimi “, მინდა, რომ დამირეკო დედა, სადაც არ უნდა იყო, საკმარისია დამირეკო.”
10641186_858561987514592_2295581061030923201_n
ედიტორი მაგდას დაუკავშირდა.
” უკვე 11 თვეა დედის შესახებ არაფერი ვიცი. გამოძიებაც ძალიან გაჭინაურდა. 7 თვის განმავლობაში არ იკითხებოდა მთავარი მოწმე – ბეჟან ტურძილაძე, ( მაგდას მამინაცვალი ). როგორც ამბობენ ახლა დაიკითხა ყველა, თუმცა მე არანაირი სიახლე არ მაქვს. დედა ძალიან მენატრება და მისი ნახვის იმედი მაქვს. გთხოვთ დამიბრუნეთ დედა”, – ამ სიტყვებით მიმართავს 18 წლის მაგდა საზოგადოებას.
ნონა ცინცაძის პირად Facebook-ის გვერდზე მისი მეგობრების და მაგდას მიერ დატოვებულ გულისამაჩუყებელ მესიჯებს ნახავთ:
გამოძიება კი ჯიუტად დუმს!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6