28-10-2025
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 18 წლის ფეხმძიმე გოგონა ლიკა კუჭუხიძე უკეთ არის, ექიმებმა შეძლეს და მას ბავშვიც შეუნარჩუნეს. "ფილტვებმა დაიწყო ფუნქციონირება ბავშვიც შეუნარჩუნდა! უფლის წყალობას გისურვებთ", - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ახლობელი.
შეგახსენებთ, უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი.
ბაჩოს და ლიკას ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ - ისინი 4 თვის დაქორწინებულები იყვნენ.
"ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო და წინა საღამოს მანქანა მორთო და ქორწილისთვის ემზადებოდა“, - წერს ახლობელი.
ტრაგედია სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს დატრიალდა, რა დროსაც ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, მიყენებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. მისი მეუღლე კი ამ დრომდე კლინიკაშია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1