28-10-2025
საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის მიმართ ინტერნეტში გავრცელებული "დამამცირებელი“ კამპანიისთვის. პარიზის სასამართლოს წინაშე წარდგება 10 პირი
გამოძიების ინფორმაციით, ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ბრიჯიტ მაკრონი რეალურად ტრანსგენდერი მამაკაცი იყო სახელად ჟან-მიშელ ტრუნიუ.
ეს ჭორები ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა, როდესაც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყარა კენჭი. აღნიშნულმა ინფორმაციამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა, რისი მიზეზიც ცნობილი "პოდკასტერი" ქენდის ოუენსია, რომელმაც პოდკასტების სერია მიუძღვნა ამ თემას. მაკრონებმა მის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი.
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა დიდი ხანია, დისკუსიის თემაა. ბრიჯიტი ემანუელზე 24 წლით უფროსია და ის სკოლაში ემანუელის მასწავლებელი იყო.
11:05 / 28-10-2025
იწყება სასამართლო განხილვა იმ ადამიანების საქმის, რომლების ამტკიცებენ, რომ ბრიჯიტ მაკრონი კაცია - სასამართლოს წინაშე 10 ადამიანი წარდგება
საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის მიმართ ინტერნეტში გავრცელებული "დამამცირებელი“ კამპანიისთვის. პარიზის სასამართლოს წინაშე წარდგება 10 პირი
გამოძიების ინფორმაციით, ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ბრიჯიტ მაკრონი რეალურად ტრანსგენდერი მამაკაცი იყო სახელად ჟან-მიშელ ტრუნიუ.
ეს ჭორები ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა, როდესაც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყარა კენჭი. აღნიშნულმა ინფორმაციამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა, რისი მიზეზიც ცნობილი "პოდკასტერი" ქენდის ოუენსია, რომელმაც პოდკასტების სერია მიუძღვნა ამ თემას. მაკრონებმა მის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი.
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა დიდი ხანია, დისკუსიის თემაა. ბრიჯიტი ემანუელზე 24 წლით უფროსია და ის სკოლაში ემანუელის მასწავლებელი იყო.
რაც შეეხება სასამართლოს, მის წინაშე 10 ადამიანი წარდგება, მათ შორის 41-დან 60 წლამდე ასაკის 8 მამაკაცი და 2 ქალი. ბრალდებულებიდან ერთ-ერთი 51 წლის დელფინ ჯ. არის, რომელიც ამანდა როის ფსევდონიმით სარგებლობს. მან ჯერ კიდევ 2021 წელს ამანდა როი ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტი რეალურად კაცი იყო.
სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ემანუელ მარკონთან ბრიჯიტის ურთიერთობას "პედოფილურსაც“ უწოდებს. თუმცა თავად მაკრონების სარჩელში იკითხება, რომ "მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ მაკრონსა და პირველ ლედის ღრმა ინტელექტუალური კავშირი ჩამოუყალიბდათ, მათ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის საზღვრები არ გადაუკვეთავთ იმ პერიოდში, როდესაც ემანუელი სკოლის მოსწავლე იყო".
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8
ევროპა,ტურქეთი ან რუსეტი რა შუაშია ამ პოსტთან დაკავშირებით?