როცა ღვთისმშობელმა დაიძინა და სანამ სამოთხეში წავიდოდა, ქრისტემ ჰკითხა მას: "რას ისურვებდა, რომ დედაჩემი პირველად, რომ ნახოს?"
მან სთხოვა შვილს ჯოჯოხეთის ადგილების მოსანახულებლად წაეყვანა იგი.
წინასწარმეტყველებს გაუკვირდათ!
მართალნი გაოცდნენ!
ანგელოზები გაოცდნენ!
უფლის დედის უცნაური სურვილი, რათა ენახა
სამოთხეში წასვლამდე, იყო ადგილი, სადაც ის სულები, რომლებიც ღმერთს სათანადოდ არ ეპყრობოდნენ და ღრმად აყენებდნენ ტკივილს
და მრავალი ცოდვით ჩამოერთვათ მარადიული სიცოცხლე
უცნაურად ჟღერდა.
თუმცა
ქრისტემ დედას უარი ვერ უთხრა.
მხოლოდ გააფრთხილა, რომ მათ თან ანგელოზები და წმინდანები გაჰყვებოდნენ ჯოჯოხეთის სამეფოში, სადაც სულები სევდიანები და ტანჯულნი არიან მარადიულად.
როდესაც ისინი ჯოჯოხეთში შევიდნენ დემონები შეშინდნენ მანათობელი შუქით და შეშინებულები გაიქცნენ.
უფლის დედამ ფეხდაფეხ მოიარა ჯოჯოხეთის ყველა ადგილი და პირველი, ვინც სთხოვა ენახა, იცით ვინ იყო?
ეს იყო ტანჯული იუდას დანახვა, რომელმაც უღალატა მის შვილს.
და როგორც კი იუდამ დაინახა ის
დაუწყო ვედრება მას, რომ შეებრალებინა.
ამ დროს სხვა ცოდვილებიც მოგროვდნენ და დაუწყეს ვედრება დედაღვთისას.
ყველა ყვიროდა, ევედრებოდნენ:
„ღვთისმშობელო, გვიშველე, ცოდვილებს“.
იმ დღეს, ყველა ანგელოზმა და წინასწარმეტყველმა დაინახა მისი თვალები ცრემლიანი და მწუხარე.
უნუგეშოდ ტიროდა სულებისთვის, რომლებიც ბევრს იტანჯებიან იქ.
სატანა აწამებდა მათ დედამიწაზე და ეუბნებოდა, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ მათ შეუძლიათ რაიმე ცუდი გააკეთონ.
ახლა კი ნახეს შედეგები და ტიროდნენ.
როცა ქრისტემ დაინახა დედის ცრემლიანი თვალები ტკივილით და მწუხარებით სავსე
სთხოვა იქაურობის დატოვება.
მაგრამ დედამ არ გაუგონა მას და აგრძელებდა გზას.
დადიოდა და ლოცავდა, კურთხევას აძლევდა ტანჯულ სულებს.
სადაც ღვთისმშობელმა გაიარა ჯოჯოხეთი სახეს იცვლიდა, თითქოს მაშინვე სამოთხე ემსგავსებოდა. ყველაფერი განათებული იყო, გარდა ერთი წერტილისა.
ამან მოახდინა შთაბეჭდილება ღვთისმშობელზე და იკითხა, რა ჰქვია იმ ნიშანს? რა არის იქ?..
და უფლის ანგელოზები ეუბნებიან მას, რომ ჩვენ მივაღწიეთ ჯოჯოხეთის ფსკერს.
აქ არის ქვედა ფენა და ამ ადგილს აფაზია ჰქვია.
მან სთხოვა ანგელოზებს აეხსნათ ვინ იყვნენ ისინი და რა მიზეზების გამო იყვნენ იქ...
ანგელოზებმა აუწყეს, რომ ამ ადგილას ბერები და სასულიერო პირები იმყოფებიან.
ასევე ის უხუცესები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას არასწორად ასრულებდნენ, რომლებიც ფულზე იყიდებოდნენ, რომლებიც გარყვნილებას ეწეოდნენ.
და აქ არის ყველა ერეტიკოსიც უფლის დედაო
ასევე ის ხალხი, ვინც ქრისტე უარყო სხვა რჯულის გამო.
უფლის დედამ შვილს შეევედრა, სანამ დედამიწაზე
დღესასწაულების საღმრთო ლიტურგია გრძელდება აქ შეწყდეს ამ სულების ტანჯვა.
სანამ საღმრთო ლიტურგია აღევლინება ჩემს სახელზე და ყველა უმღერის საგალობლებს ღვთისმშობელს დედამიწაზე:
" რომ არ არსებობს ჯოჯოხეთი, რომ არ არსებობს ჯოჯოხეთი, რომ ყველაფერი ჩერდება! "
აქაც შეწყდეს ამ საბრალოთა ტანჯვა შვილო გთხოვ...
ქრისტემ დააკმაყოფილა ღვთისმშობლის თხოვნა და თქვა, რომ ის მისცემს ამ სულებს, აღდგომიდან სულთმოფენობამდე,
გარკვეულ ნუგეშს.
ამიტომ, იცოდეთ, რომ სანამ ღვთისმშობლის დღესასწაულების საღმრთო ლიტურგიები გრძელდება აქ,ჩვენთან დედამიწაზე, ჯოჯოხეთში მშვიდად არიან სულები.
ყველაფერი ჩერდება. ეს არის საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს ღვთისმშობელს!
ამიტომ მსურს, რომ ყველა ჩვენგანს, ვისაც ის გვიყვარს, მივცეთ ის სიხარული, რომ არასოდეს გვნახოს ჩვენ ჯოჯოხეთში.
მხოლოდ სამოთხეში შევხვდეთ მას.
რადგან უფლის დედა იტანჯება ჯოჯოხეთში მოხვედრილი სულებისთვის.
ვილოცოთ და
პატივი მივაგოთ ჩვენი ეკლესიის ყველა წმინდანს, მაგრამ უფრო მეტად ჩვენს ღვთისმშობელს, რადგან ყველა წმინდანი ქრისტეს "მონაა", ხოლო ღვთისმშობელი არის ცისა და მიწის დედოფალი.
იგი გამუდმებით ევედრება მოწყალე ქრისტეს ჩვენი ცოდვებისთვის.
Η επίσκεψη της Παναγίας στον Άδη!
Άγιος Κοσμάς ο Αιτωλός
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4