
– თეა გვასალია
სექტემბერი 14, 2020
მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი და თეა გვასალია იმ ადამიანებზე საუბრობს, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა.
“ვისაც კორონავირუსი მასონების ან მთავრობების გამოგონილ – გაბუქებული გგონიათ, მაინტერესებს რას იგებს ამით ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა? ესპანეთის მაგალითზე ვიტყვი. გუშინ ნახევარ მილიონს მიაღწია ინფიცირებულთა რიცხვმა, 29 000 ჰყავთ გარდაცვლილი.
3 თვე კარანტინში იყო მთელი ქვეყანა გამოკეტილი. და რა მოიგო ამით მთავრობამ? დაიკეტა საწარმოები, ჩაკვდა ტურიზმი, კატასტროფულად იმატა უმუშევრობამ, შესაბამისად ხალხის უკმაყოფილებამ. კორონამ ვერ გადაფარა ვერც ერთი პოლიტიკური სკანდალი (ბოლო, სახალხო პარტიაში კორუფციის თაობაზე დღეს აგორდა და ისეთი ამბები გასკდა, რომ როგორც ჩანს, წინა პრეზიდენტს, მარიანო რახოისაც მოუწევს დაკითხვაზე მისვლა)
სახელმწიფო გაწყდა წელში უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციების გადახდით, ისიც ყველას არ მიუღია და არის ერთი ვაიუშველებელი. არაფერს ვამბობ რა დაუჯდა ბიუჯეტს ამდენი ინფიცირებულის მკურნალობა. ან ესპანეთის მთავრობამ რა იხეირა კოვიდით, ან ჩვენი რას მოიგებს? შეთქმულების თეორიების შეთხზვას არ სჯობს მშვიდად ვაღიაროთ, რომ ხელოვნურია თუ ბუნებრივი, ეს ვირუსი არსებობს, იოლად გადადის და ლეტალობაც მაღალი აქვს.
დავიცვათ სიფრთხილის ზომები, ჰიგიენა და დაველოდოთ ვაქცინას (ვისაც ჩიპების გეშინიათ, ძალით არავინ გაგაკავებთ ნემსის გასაკეთებლად), შავმა ჭირმა გადაიარა, სარსი და მერსი ჩაწყნარდა და ესეც მოჭამს თავისას, მანამდე რომ დახურულ სივრცეში ნიღბები ვატაროთ, ხელები ხშირად ვიბანოთ, ვისი პროფესიაც ამის საშუალებას იძლევა ონლაინ ვიმუშავოთ და 300 კაციანი ქორწილები და ქელეხები არ გავმართოთ, ასეთი რა ზარალი მიადგება ჩვენს თავმოყვარეობას? ვის ვეჭიმებით და ვის რას ვუმტკიცებთ იმის ძახილით, რომ კორონა არ არსებობს?”– წერს თეა გვასალია.
კომენტარის დატოვება


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев