სიყვარულივით, და უფრო გიჟი...
შუშაზე, უფრო გამჭვირვალე...
სირიუსზეც კი უფრო მოციმციმე...
ასეთი არის ის გოგო,
რომელიც უკრავს ჩემს სიმებს,
გულის ფეთქვაც კი მესმის როცა,
მის სილამაზეს ვუყურებ მორცხვად.
მაკედონელზე ამპარტავანი,
ნაპოლეონზე უფრო დაბალი,
მორცხვი, ცოტა თამამი, გრძნობის წამალი
ვერ ვიჯერებ რომ დაიარება, ქუჩებში.
ვერ ვიჯერებ რომ ჩვეულებრივი ადამიანივით,
უცემს გული გულ-მკერდში.
უჯრედშორისი ნივთიერებაც კი მას ააქვს სილამაზე,
როცა მიღიმის, მიღიმის თითქოს მთვარე,
გული კი არ ცემს, თითქოს კანკალებს.
უცნაური რომ აქვს თვალები,
ვერ დავიჯერებ, რომ მელანინის ბრალია,
რადგან ჩემთვის თვალებითაც ამოუცნობი ქალია.
უცხო, მგზავრივით ამოუცნობი,
არ დაიწყებს სიყვარულის ლოდინს.
მომიტევე გთხოვ ჩემო გოგო,
გულზე, დაგიკრებ ლექსების სახით კოცონს
მაგრამ, ვერ გეტყვი, მე შენ მიყვარხარ.
გადამექეცი თვალში მირაჟად
რადგან, ვაი თუ შენ არ გიყვარვარ
და სწორედ ამიტომ სიყვარულს გიმალავ
არ ვარ შეშლილი და არც შემოქმედი
დიდი არაფერი, გული მაქვს მოქმედი
ისევ შენს გამო ფეთქავს ჩემი გული,
ან და როგორ არ იფეთქებს,
შენს აპარატზე ვარ შეერთებული
არავის არ უთხრა, გთხოვ ჩემს მეტი
ოდესმე, მაინც შენსმეტი, მეყვარება ვინმე?
ამ კითხვას, ფიქრში დღიურში ვიწერ.
გულის სინათლე და ათინათი
ათეისტივით და უფრო წარმართი
თვლის შენი სხეულის აღწერის ღირსად თავს
და იკრებს ძალას რომ თქვას კიდევ ერთი რითმა
თოვლის ფიფქივით და უფრო ცივი...
სიყვარულივით, და უფრო გიჟი...
შუშაზე, უფრო გამჭვირვალე...
სირიუსზეც კი უფრო მოციმციმე...
ასეთი არის ის გოგო
რომელსაც ვესვრი ოდესმე კუპიდონის ისარს
და აჩრდილივით საიდუმლოსავით ჩავრჩურჩულებ
რომ მე ის ისევ მიყვარს
მანამდე ამ ლექსის მკითხველო
საიდუმლოდ გეტყვი მის იერსო
არავის არ უთხრა, რაღაც უნდა გითხრა
ერთი გოგო მე ძალიან, ძალიან მიყვარს
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев