თქვენზე ოცნება მომძალებია, მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. რომ მახარებენ, ეს ფიქრებია და ამ ფიქრების მონა ვიქნები. სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები, მიმოფერილი ოქროსფერებით. მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით. ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი, სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე. ბავშვური წყენა გადაგფენიათ უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე. თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი. ჩემი ზეცაა თვალები თქვენი. ეგ თქვენი მზერა სილამაზეა აუწერელი უთქმელი ენით. თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი. არა. არ ძალმიძს მე უმისობა. თქვენს სიყვარულში დავიმარხები, მივებარები მარადისობას. გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ, შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები. უკანასკნელად მოგეფერებით, მერე ღრუბლებში დაგემალებით...
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია... შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული მაგრამ არაუშავს მიპატიებია... აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს... მაინც მიყვარხარ და მიპატიებია
ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და ფრრიი... სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის,- ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრიი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდეეე,- ავფრინდები და... ფრრი...
იცი რა მიყვარს? იასამნები რომ გაიღვიძებენ და ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს, მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და... ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ... ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ, იმ თვალებს რომ დავხუჭავ და, სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ... ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს? მაღალ სკამზე რომ ვზივარ და ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას, ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში... გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ.... მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო: „ცუკველა გაცუმდეს!!!...“
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები... ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს? მაღალ სკამზე რომ ვზივარ და ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ... ძალიან პატარა ვარ ამ დროს... და ცაში ვარ თითქოს... ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო. მე კიდე ფეხებს ვიქნევ და ტერფები ჰაერში სრიალებენ და მთელი ხმით, მთელი ძალით (პატარა მალულიტასავით) მინდა ვიყვირო: „ცუკველა გაცუმდეს!!!...“
იცი რა მიყვარს? გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და რომ იწვიმებს და იმ ტერფებით, ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ, ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან... და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა... მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ გათელვას რომ გადარჩნენ და ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან.... მე კიდე ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
.როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და იმედიც თითქმის დაილია,გაიხსენე რომ მზე გათბობს მის მაგივრად, ნიავი გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს მიყვარხარ, ყვავილები მის მაგივრად გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ სიყვარული ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე.... ...დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე" ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება,ეს ხომ სიყვარულის განუყრელი ნაწილია?! ...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს... ...იცოდე გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და თუ გენდობა აუცილებლად უყვარხარ... 1) ნუ იცხოვრებ ილუზიებით, იყავი რეალისტი, მაგრამ არა პესიმისტი. 2) გახსოვდეს რომ, შენ ამ დიდი სამყაროს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. 3) იცოდე თითოეული ადამიანი უნიკალურია...
იტირე...... იტირე იმიტომ რომ შენს გულში დაგროვილი ნაღველი ცრემლებს გაატანო და სახეზე პატარა ნაკადულად დაგემჩნეს შენი მოწოლილი გრძნობების ნაკვალევი... იტირე იმიტომ რომ ვიღაცამ გითანაგრძნოს, დაგამშვიდოს და არც შენ იგრძნობ თავს მარტო... იტირე... შენ ხომ არ ხარ წმინდანი რომ ყველაფერი ჩუმად აიტანო და მოითმინო, თავად იესოსაც კი წასკდა ცრემლი როდესაც იუდამ გაყიდა, როდესაც მიხვდა რომ უღალატეს, იტირე... შენ ხომ ბავშვი ხარ ან შენ ხომ უკვე დიდი ხარ პატარა გულით და ბავშვური გრძნობებით... იტირე... მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ამ ტირილმა უფრო ბედნიერი გაგხადოს, იტირე იმიტომ რომ ამ ცრემლებს შენი დარდი გაჰყვეს და უფრო ლაღი გახდე... მაგრამ არასოდეს არ იტირო იმიტომ რომ ამ ლამაზმა ცრემლებმა გული გატკინონ, არასოდეს იტირო იმის გამო ვინც შენი ღირსი არ არის... და ბოლოს გაიღიმე იმიტომ რომ ღამის მერე ყოველთვის თენდება და ამიტომაც ტირილის მერე ყოველთვის გაიღიმე
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე... მიდიან შეგრძნებები, და მერე... ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებში ჩაკირულ ნაღველივით, მოდი... უჩემობას შეგასწავლი, დრო რომ განმეორდეს გაფრენილი, ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო, ყველა ემოცია არ წამართვა, მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო. ...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე... სათქმელი დარჩენიათ...
დე, იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი... მე მაჩუქეს, აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დე, იცი...
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება. დე,იცი... დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე... გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას. დე, იცი... გაზაფხული მოვიდა მგონი.
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო. ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც შენს წინ დავემხო არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო შენთან ცრემლისღვრა?! როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?! ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი ჩემი ბრალია ქვეყნად შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ! დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ. ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი ო, როგორ მინდა რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?! მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო
Комментарии 397
aba chemo kargebo iaktiuret da leksis bolos isic miutitet ras isurvebdit prizad
vaa me momagebiet raaa.
imedia movigeb
chemo kargebo leksebi am forumshi unda chacerot,ak mxolod sakonkurso temebi ikneba,aba carmatebebiiiiiii
თქვენზე ოცნება მომძალებია,
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
მიმოფერილი ოქროსფერებით.
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე.
ბავშვური წყენა გადაგფენიათ
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
აუწერელი უთქმელი ენით.
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
მივებარები მარადისობას.
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
უკანასკნელად მოგეფერებით,
მერე ღრუბლებში დაგემალებით...
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს...
მაინც მიყვარხარ და მიპატიებია
მინდა რაღაცას გამსგავსო,
რაღაც ნაზსა და ჭკვიანს,
მინდა რომ რაღაც გიწოდო,
რასაც სახელი ჰქვია.
ვიფიქრე გაზაფხული ხარ,
ანდა ლურჯთვალა ია,
ან იქნებ სიხარული ხარ,
ან სიყვარული გქვია.
ბევრი ვიფიქრე გულღიად
და მერე მივხვდი,გვიან,
ჩემი ცხოვრება ყოფილხარ,
ჩემი სიცოცხლე გქვია !!!!
მე ჩამოვქნი ნაზ სანთლებს,
შენს სახვეწრად ასანთებს,
ავანთებ და მუხლმოყრით,
ცხარე ცრემლთა გადმოყრით,
შევავედრებ შენს სახელს,
წმინდა ნინოს მკრთალ სახეს.
და ვლოცულობ: "იყავი,
ვით ლამაზი იგავი,
მარად დაუვიწყარი,
მარად გაურიყავი,
და როგორც ეს სანთელი,
მოლიცლიცე კუთხეში,
ენთოს ჩემი სხელიც,
შენს სასმენლად უხეში.
ნათელ ხელში გეჭიროს,
მოციმციმე ცვილები,
სანთლები შეგეწიროს,
ჩემი ჩამოქნილები
ტირიფო ტირილით გაგაკვირვებ,
რა გითხრა მტირალა ტირიფს,
მე თვითონ არ ვიცი რა მატირებს,
მგონია ტირი და ვტირი,
როგორც მონადირე ნანადირევს
დრო გვყოფს, ჭირვეულობს ჭირი,
მე თვითითონ არ ვიცი რა მაყვირებს,
მგონია ყვირი და ვყვირი.
თენდება ეჭვის და დარდის დილა,
რას მერჩი, რა გინდა, ქარო,
მე თვითონ არ ვიცი, სად მივდივარ,
მგონია ჩქარობ და ვჩქარობ,
წლებმა ძაღლებივით დამიკბინეს,
ლექსი დაწერილი ცივად,
მე თვითონ არ ვიცი რა ვიტკინე,
მგონია გტკივა და მტკვივა.
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და ფრრიი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის,-
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრიი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდეეე,-
ავფრინდები და...
ფრრი...
...ვიღაცამ მომოძღვნა ლამაზი ვარდები,
წუთით დამავიწყა პრობლემა, დარდები,
თუმცა სიყვარული იმ ვარდებს არ ახლდა,
რაღაც ქალური ჩემში კვლავ განახლდა.
მეჭირა ღიმილით ხასხასა ვარდები,
ეკალიც მჩხვლეტდა და სურნელიც მათრობდა,
სულაც არ მიყვარდა ვარდების პატრონი,
მაგრამ ყურადღება სულს მაინც ათბობდა.
გთხოვ, ნუ დაინანებ ქალისთვის ყვავილებს,
თუნდაც სულ პატარა, ლურჯთვალა იას,
ქალი არასოდეს ივიწყებს მამაკაცს,
მისთვის ერთი ღერი ყვავილიც თუ მიაქვს
იცი რა მიყვარს?
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
(პატარა მალულიტასავით)
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“
იცი რა მიყვარს?
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
მე კიდე ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
.როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და იმედიც
თითქმის დაილია,გაიხსენე რომ მზე გათბობს მის მაგივრად, ნიავი გეფერება და
ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს მიყვარხარ, ყვავილები მის მაგივრად გიღიმიან და
მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ სიყვარული ყველაზე
ძნელია ამ ქვეყანაზე....
...დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე" ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება,ეს ხომ
სიყვარულის განუყრელი ნაწილია?!
...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს...
...იცოდე გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და
თუ გენდობა აუცილებლად უყვარხარ...
1) ნუ იცხოვრებ ილუზიებით, იყავი რეალისტი, მაგრამ არა პესიმისტი.
2) გახსოვდეს რომ, შენ ამ დიდი სამყაროს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.
3) იცოდე თითოეული ადამიანი უნიკალურია...
იტირე...... იტირე
იმიტომ რომ შენს გულში დაგროვილი ნაღველი ცრემლებს გაატანო და სახეზე
პატარა ნაკადულად დაგემჩნეს შენი მოწოლილი გრძნობების ნაკვალევი... იტირე
იმიტომ რომ ვიღაცამ გითანაგრძნოს, დაგამშვიდოს და არც შენ იგრძნობ თავს
მარტო... იტირე... შენ ხომ არ ხარ წმინდანი რომ ყველაფერი ჩუმად აიტანო და
მოითმინო, თავად იესოსაც კი წასკდა ცრემლი როდესაც იუდამ გაყიდა, როდესაც
მიხვდა რომ უღალატეს, იტირე... შენ ხომ ბავშვი ხარ ან შენ ხომ უკვე დიდი
ხარ პატარა გულით და ბავშვური გრძნობებით... იტირე... მაგრამ მხოლოდ
იმიტომ რომ ამ ტირილმა უფრო ბედნიერი გაგხადოს, იტირე იმიტომ რომ ამ
ცრემლებს შენი დარდი გაჰყვეს და უფრო ლაღი გახდე... მაგრამ არასოდეს არ
იტირო იმიტომ რომ ამ ლამაზმა ცრემლებმა გული გატკინონ, არასოდეს იტირო
იმის გამო ვინც შენი ღირსი არ არის... და ბოლოს გაიღიმე იმიტომ რომ ღამის
მერე ყოველთვის თენდება და ამიტომაც ტირილის მერე ყოველთვის გაიღიმე
- გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
- როგორ არ ვიცი
- სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვაილებს დაგიკრეფ ფერადს.
- როდემდე უნდა გიცადო ასე
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
- ნახე, მთვარეა როგორი სავსე.
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
- ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი
- ჩაგსვამ ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი
- მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას.
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
- რომ დაგვინახონ ?
- ო, არა უშავს !
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ
- ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა ?
- გინდა გამთბარი ჰაერი ყურში?...
- ჩურჩულობანას თამაში გინდა ?
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი ერთგულებით დაიღალე,
იცი, ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ...
ცრემლი ფერფლად დაიღვარა წუხელ,
მარტოობის ნაკვალევზე ვდგები,
შენი ტუჩის კუთხეების ბუდე,
ისევ ისე მიზიდავს და ვთვრები..
მაგ თვალებით ნუ მიყურებ მტკიცედ,
თორემ ისევ დამათრობს და შემშლის,
ჩამეხუტე, ჩამეკარი ძლიერ,
შენი სითბო, სიყვარული მშველის.
შენი ტუჩის გემო მინდა ვიგრძნო,
გაშლილ მხრებზე თავი მედოს მშვიდად,
ჩუმად გითხრა რაც სათქმელი იყო
ან არ იყო, ან და უკვე ითქვა.
გზაზე ისევ მარტოდმარტო ვდგევარ,
ყველაფერი უკვე არის გვიან,
საფეხურებს კანტი კუნტად ვხედავ,
მომავალს კი უშენობა ჰქვია!
დე...
დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი.
სადღაც დაგეწევი წლების სიშორეში,
ვიცი, დაემთხვევა ჩვენი დაბადება,
გრძნობით დამუხტული ვნების დიოდებში,
ღამის სიმხურვალე - დილად აალდება!
სადმე დაგეწევი, ფიქრთა სიშორეში,
ღამეს გადმოვხედავ სიზმრის თვალებიდან....
იებს შეგიგროვებ ლამაზ ოცნებებში....
კიბეს მივადგამ და ცაში ამოგიტან.
ცრემლებს შეგიმშრალებ თეთრი ფანტელებით,
თვალებს ჩაგიმუქებს სულის ელვარება.
სადმე დაგეწევი წლების სიშორეში,
გულში ჩაგიკრავ და ვიცი გეამება
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო