ხატი, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ადამიანები განკურნა
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში "ყოველთა დედოფლის" ანუ "პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული.
საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია. "პანტანასას" ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
სრულად: http://news.mcvane.ge/news/axali-ambebi/7131--.html
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев