Предыдущая публикация
შენც ხომ დედა ხარ, შენი შვილისა,
ქალში, დედას და ვეფხვს უმძლავრია...
და გაჩენილა, შვილის თილისმად.
თუ რამ გაწუხებს, ხატებად მოვა,
თავს განაცვალებს, გულს ამოიკლებს,
ნუ გეშინია, შენს წამლად მოვალ,
დედა მოგარჩენს, დედა მოგიკვდეს.
ყველა სალოცავს, თავისი დრო აქვს,
მთა და ბარს მყოფმა, უნდა იცოდეს,
მაგრამ, დედისთვის სულ ერთი დროა,
შვილზე დალოცვას ყველგან ფიქრობდეს.
დანისლულ თვალებს, წარსული მოაქვს,
ხატსაფიცარად, შვილის სიცოცხლე,
ღმერთო, სიკვდილსაც ხომ, თავის დრო აქვს,
ყველა შვილს, თავის, დედა უცოცხლე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев