მ ა მ ა გ ა ბ რ ი ე ლ ი ს ლ ო ც ვ ა :ღმერთო,გევედრები შენ ზეციდან გვისმინე,პირი ჩვენსკენ იბრუნე,წყალობა მოგვივლინე,შენ გაგვიშვი მშვიდობით,რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტსგავურბოდეთ მასწავლენ,უფალო,შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა,რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს,შენი წმინდა სჯულით ვიაროთ, : ა მ ი ნ
,,ამ ქვეყნად ყველა აღმართი უფლის იმედით ვიარე...ხან ზვავმა გადამიარა,ხან ზვავი გადავიარე...უფალი მეხმარებოდა ის მიყუჩებდა იარებს...უფალო შენ გევედრები სულ ჩემთან ერთად იარე"...
ჩემი სხეული შენია დედი...
ჩემი ჰაერი, შენს ჰაერს ნიშნავს.
ჯერ არაფერი, შენ ზიხარ ჩემში
და რაღაც ღვთიურს, ჩვენ ველით ნიშანს.
მე უნდა გშობო! – საოცარია,
რა სასწაულში გამხვია ღმერთმა.
ვმაღლდები დედი, ცაზე ძალიან,
რომ ფეთქავ ჩემში, ჩემს გულთან ერთად.
რომ დაგატარებ ჩემით, ღმერთივით.
რომ ერთად ვუნთებთ სანთელს ღვთისმშობელს,
შენ რომ აცელქდი ჩემში, დღეს დილით,
მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე.
თითქოს, ხანდახან, დარდიანს ვგავარ,
რომ მელევი... და სამყაროს ითხოვ,
თუმცა, სულ მალე, შენს თვალებს ვნახავ
გელოდები და თბილ წინდას გიქსოვ...