ზოგჯერ სიცოცხლე მინდა, ზოგჯერ თავის მოკვლა. ზოგჯერ მჭირდება ვიღაც გვერდით, ზოგჯერ მარტოობა მინდა. ზოგჯერ სიცილი მინდა, ზოგჯერ ტირილი, ზოგჯერ სიჩუმე მინდა, ზოგჯერ ყვირილი…
ეხლა რა მინდა?! ამ წუთას?! ამ მომენტში… ალბათ მარტოობა… განცალკევება… სიმყუდროვე… ტირილი… თუმცა მასწავლიდნენ რომ ტირილი არ შეიძლება… ო, რა დიდი სიამოვნებით ვიყვირებდი, მთელი ძალით… გულიდან ამოვიღებდი ყველაფერს უარყოფითს, იმ ყველაფერს, რომლითაც გაჟღენთილი ვარ!
ეხლა მინდა ფრიალო კლდის თავზე ვიჯდე, ქარი ქრიდეს და იმ თმას მიწეწავდეს რომელიც ნელ-ნელა მცვივა… ვიჯდე ნაპირზე ვა ვფიქრობდე… სიცოცხლეზე ვფიქრობდე… სიკვდილი გამოსავალი იყოს და არ მეშინოდეს. ო, რამდენს გავიღებდი ამისთვის.
მე სულ მარტო ვარ
როცა დავდივარ, ასე მგონია ვერავინ მამჩნევს… არფერს წარმოვადგენ… ასე მგონია არავის ვუყვარვარ… ეჭვებით დაავადმყოფდი…
ნუთუ არ გესმით?! აღარ შემიძლია… მინდა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო, ზედმეტი პრობლემების და ზედმეტი ყველაფრის გარეშე.. ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ… არავის გესმით და იცინით… მე ეს არ მანაღვლებს…
თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი… როცა მოვკვდები, მაშინ მაინც იტყვით კარგი ადამიანი და მეგობარი იყოო… იტირებთ კიდეც, მაგრამ მე ამას ვერ გავიგებ, ვერ გავიგონებ…😞😞


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев