წარმოიდგინეთ შავგვრემანი სახლს რომ ალაგებს
და ქერა ქალი ჭურჭელს რეცხავს დილაადრიან,
გაზაფხულიც კი სცდება ამ დროს ღია დარაბებს,
კაცის თვალები ამ დროს არსად აღარ გარბიან.
თმების ფერივით, შეიღება ახლა გრძნობები,
იცი? გაღმერთებ, სხვანაირად არ შემიძლია,
სანამ ტკივილებს საბოლოოდ დავაღონებდი,
მაჯები, გულის ექიმივით, პულსებს ითვლიან.
ახლა მზადავარ საკუთარი ეშხი დავსერო,
ალბათ დანარჩენს გაგრძნობინებს ლექსის სტროფები,
თუ სიყვარულზე დიდი გრძნობა რამე არსებობს,
კიარ მიყვარხარ – მაშ უბრალოდ მეიმგრძნობები <3
რომ გავიპაროთ მშვენიერი იდეა არის,
ხალხი იფიქრებს აშკარად რომ გული გულობდა,
დასავლეთიდან დაუბერავს დედაშენს ქარი,
მამას ექნება ცვალებადი მოღრუბლულობა.
ამინდის პროგნოზს, სანამ დილით გადავამოწმებ,
ღ