ყოველთვის ძლიერი ვერ იქნები და ეს ნორმალურია, ზოგჯერ ისეთი დღეებიც მოდის, ცრემლიან სახეზე ძალით რომ იწებებ ღიმილს, სევდიან გულში კი ძალით აცოცხლებ იმედის ნაპერწკლებს; ჰო, ზოგჯერ ისეთი დღეებიც მოდის, რომლის გამოვლაც შეუძლებელია გგონია, მაგრამ ისევ გაკვირვებს შენი თავი, რომელიც პოულობს ძალას და მაინც ჯიუტადმიიწევს წინ; ჰო, ძალიან გაკვირვებს შენი თავი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ისევ იღიმის, ისევ ინარჩუნებს ადამიანობას და წრფელად სიყვარულის