უნდა შეგზიზღდეს სამყარო, სადაც კაცები რთავენ ცოლებს ნებას მეძავებივით ჩაცმულებმა იარონ. სადაც დაკარგა მნიშვნელობა ღირსებამ. სადაც ქალებს არ უნდათ შვილის გაჩენა, კაცებს კი ოჯახის შექმნა. სადაც ლაწირაკები საკუთარ თავს წარმატებულად მიიჩნევენ მაშინ, როცა მამის ნაყიდი მანქანით დადიან. სადაც ცოტა ძალაუფლების მქონეც კი ცდილობს დაგაჯეროს, რომ შენ მასთან შედარებით არარაობა ხარ. სადაც ადამიანები ფარისევლურად აცხადებენ, რომ ღმერთის სწამთ მაშინ, როცა ხელში ალკოჰოლური სასმელით სავსე ჭიქა უჭირავთ და საკუთარი რელიგიის არსიც კი არ იციან. სადაც გაქრა სიყვარული, ადამიანები კი პარტნიორებს იმის მიხედვით ეძებენ, ვინ უფრო მეტად გამოადგებათ მომავალში. სადაც კაცები მშობლების ფულს ბარებსა და ღამის კლუბებში ხარჯავენ,