დამიძახა მომაბრუნა სასაუბრო ქონდა.
რამდენიმე წამით დარჩი- მშვიდი ტონით მითხრა,
როცა წახვალ აღარ თქვა რომ ჩემთან ყოფნა ღირდა.
-აღარ თქვა რომ, გიყვარდი და შეიცვალე მერე,
სიყვარულში არ იცვლიან ხასიათის ფერებს.
აღარ თქვა რომ დრომ გააქრო სიყვარულის ფიცი,
რადგან მივხვდი სიყარულის არაფერი იცი.
სიყვარული ხომ არ არის ის ლამაზი ნივთი,
ერთ დროს როცა მოგბეზრდება და უბრალოდ ისვრი.
სიყვარული ხომ არ არის მარტო ერთი სიტყვა,
რომ უაზროდ როცა გინდა უთხრა ძლიერ გიყვარს.
სიყვარული ხომ არ არის ხელოვნური გრძნობა,
რომ თავიდან გიყვარდეს და მერე უთხრა მორჩა.
სიყვარული შეგრძნებაა, ემოციის ფონზე
და რომ გინდა სულ გაგრძელდეს, არასოდეს მორჩეს.
სიყვარული სიგიჟეა, უმართავს რომ გაგხდის,
რომ გგონია საათები მერე წამში გარბის.
სიყვარული ფერებია, მუსიკაა ფიქრის,
ოცნებას რომ გასწავლის და რეალობას გიქმნის.
სიყვარული ტკივილია, ცრემლებია ზოგჯერ,
მაგრამ უფრო მეტ ღიმილს და მოგონებებს მოგცემს.
სიყვარული ის ხმებია გულიდან რომ გესმის,
როცა შენი საუბარი სიჩუმეშიც ესმის.
და შენ გინდა ეხლა მითხრა რომ გიყვარვარ მართლა?
ამ ყველაფერს განიცდი და მაგრამ მაინც მკარგავ?
მე არ მჯერა, რომ შენ იცი სიყვარულის აზრი,
რომ შენ იცი ამ ყველაფრის ამ გრძნობების ფასი.
წადი! მაგრამ იცოდე რომ, არასოდეს არსად.
შენ ვერავინ შეგიყვარებს ჩემნაირად, მართლა.
წადი.- მითხრა ისევ მშვიდად. თან ცრემლების ფასად.
მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ მე კი ამას ვკარგავ?
და რას ვნახავ? რას ვიპოვნი, როცა მისგან წავალ?
კი არ ვნახავ, ახლა მივხვდი მთელ სამყაროს ვკარგავ !
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев