გულს რომ გგლეჯენ საუკუნით
მიწას შენსას ნადუღს სისხლით
მუხლმოყრილი ვეფერებით..
==================
ამ კურთხეულ სამოთხეში
ურჯულო მტერს ვეომებით
არ გაგვწირავს ჩვენ უფალი
მარიამი ღვთისმშობელი
==================
ეს იცოდეს ერმა ბერმა
შინაურმა გარეულმა
ჩვენ ერთ გოჯსა არ დავუთმობთ
მომხვდურთ დუჟსა მორეულსა
==================
გაჭირვების ჟამი გვიდგას
ბევრიც გადაგვიტანია
საქართველო თამარისა
არავისთვის დაგვითმია
==================
საქართველო დავითისა
დიდგორ გამონავლელია
არ შედრკება თუნდაც მხოლოდ
დარჩეს ორი ქართველია
==================
და კიდევაც წელ გამართულს
კვლავ ვიხილავთ ჩვენს ქვეყანას
აყვავების ჭამი მოვა
ჩვენ ეს დაგვიმსახურია
კრწანისით თუ მარაბდითა
შინდისს ჩვენი ბიჭებია
==================
მტერი ჩვენი კვლავ იხილავს
ქართლის დედას ამაყად მდგარს
ნადიდგორალს ნაშამქორალს
საქართველოს ბარაქიანს
==================
(ავტორი უცნობია)
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5