ერთხელ ჰკითხეს, ასეთი გულმოწყალე რატომ იყო, მან უპასუხა: "10 წლის ვიყავი, ეკლესიაში მოძღვრის ქადაგება რომ მოვისმინე, რომელიც ამბობდა, რომ ის, ვინც ღატაკს ეხმარება, თავად ქრისტეს უწვდის დახმარების ხელს. არ დავიჯერე, სახლში მივდიოდი და თან ვფიქრობდი. უეცრად ქუჩაში დავინახე გაჭირვებული, მის თავს ზემოთ კი უფლის ხატება.ადამიანი გაჭირვებულს უწვდის პურს, მაგრამ იმ წუთს ხელებს მისკენ იწვდის ღმერთის ხატება, იღებს ამ პურს და მოწყალე ადამიანს ლოცავს! ამის დანახვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ღარიბის დახმარება - იგივე ქრისტეს დახმარებაა. ამ დრომდე ვხედავ ხოლმე უფლის ხატებას გაჭირვებულების თავებთან და სულ ვცდილობ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავეხმარო მათ!"
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев