Предыдущая публикация
შენ ხარ ლამაზი ყვავილი
მე კი კაცი და გუნება,
ამიკანკალა ტუჩები
მე შენი კოცნის ცდუნებამ.
-----------------------------
შეგეხე სისხლი მადინე
გული მიგციე მღელვარედ,
რად გინდა ბასრი ეკლები?
თუ გქვია ნაზი მცენარე.
--------------------------------------
ერთ რამეს გეტყვი და მერე
თუ გსურს მიწოდე სულელი,
მინდა ჰაერის მაგივრად
ვიყნოსო შენი სურნელი.
-----------------------------
როცა მეორედ შეგხვდები
გპირდები შენ თავს ვფიცავარ,
ფურცლებს აგაცლი გავიგებ
გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2