
არ მემეტება არც ერთი ღამე
შენზე ფიქრებში გასათენებლად,
არ მემეტება მე შენთვის ლექსი
ჩემი კრებულის დასამშვენებლად.
-------------------------------------------
არ მეგულება ერთი მიზეზიც
შენთნ ცხოვრების გასაგრძელებლად,
შენთნ სიშორის შიშსაც ვეღარ ვგრძნობ
ჩემი თვალების ასაცრემლებლად.
------------------------------------------
შემებრალება მე ყველა კაცი
ვინც სიყვარულით გადაგეყრება,
რადგან თუ მალე ვერ დაგივიწყებს
ისიც ჩემსავით განახევრდება.
------------------------------------
არ მახსენდება მე შენგან კარგი
ამ სიძულვილის გასანელებლად,
მოგონებებიც ოდესმე შენზე
წავა ჩემგან და გაცამტვერდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев