
შენ არ იცი სიყვარული რა ხილია
რადგან როცა გრძნობებს გიმხელ თავს იყრუებ,
თუმც არ ცოდნა შენთვის უფრო ადვილია
მე გცემ თაყვანს შენ კი ზედაც არ მიყურებ.
----------------------------------------------------
ნეტავ რითი შეგაყვარო თავი კარგო?
მე გულს გჩუქნი გულს რომელსაც ისევ შენ მტკენ,
ზოგჯერ ვფიქრობ გავქრე სადმე დავიკარგო
მაგრამ გული შენსკენ მიწევს ისევ შენსკენ.
-----------------------------------------------------
და ეს გული არის თითქოს დიდი ღუზა
შენგან შორით ფეხს რომ არსად მადგმევინებს,
შენ კი ჩემი შთაგონება,ფიქრი,მუზა
ვინც მე ახლა ამ ყველაფერს მაწერინებს.
-----------------------------------------------------
ეს სიტყვები განცდებივით ნამდვილია
მხოლოდ ჩემი იმედია უძირფესვო,
შენ არ იცი სიყვარული რა ხილია
არც ეს ლექსი,დამეხმარე უწმინდესო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев