
ვცდილობ არასდროს შემოგთავაზო
გული რომელიც ტკენით შემიძრეს,
მინდა ჩავკეტო,მინდა დავრაზო,
თუმც მაინც აღწევ შენ მის ეპიცენტრს.
--------------------------------------------
ხოდა ამიტომ ჩემო ლამაზო
სანამ ამ გულში გრძნობად შეხვიდე,
ვშიშობ შემთხვევით თუ გაგაბრაზო
არ მიმატოვებ მინდა შემპირდე.
-------------------------------------------
მე სიყვარული მინდა გაგანდო
და ერთგულება ლექსად შეგფიცო,
მინდა რომ ხელი ხელზე დაგადო
და შენი სითბო ესე შევიცნო.
-----------------------------------------
მინდა თვალები დაგიავადო
შენი სათვალე მხოლოდ მე ვიყო,
რომ მე ღალატით არ გადამაგდო
და სად იქნები მუდამ შევიტყო.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев