
ჰეი შენ მეეტლევ სად მიიჩქარი?
მე ხომ სიკვდილი არა მწადია,
წლები ფოთლებად მიგაქვს ვით ქარი
გული უცეცხლოდ არაწვადია.
----------------------------------------
ოცდაორის ვარ მაგრამ ბებერი
მე სიჭაბუკე წამით ვიგრძენი,
დარდი დამყვება უკურნებელი
ეს არის ჩემი სიცოცხლის ძღვენი?
-----------------------------------
ქვეყნად მოძღვარი არა მყოლია
მხოლოდ კალამთან მიწევს მინდობა,
ლექსმა წლების წინ ამიყოლია
მაგრამ ეს წერა მექცა სინდრომად.
----------------------------------------
ღმერთო შენ მაინც მითხარ რა მომდის
ისევ სიყვარულს როგორ ვნებდები?
ან თუ წარსული ნიშნავს გამოვლილს
მაშ რად მტანჯავენ მოგონებები..?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев