
მე რომ მჯეროდა შენ სხვას არ გავდი
ჩემში სიყვარულს ნამდვილს დარგავდი,
მაინც აღმოჩნდა რომ მე ვცდებოდი
შენ მატყუებდი მე ვერ ვხვდებოდი.
---------------------------------------------
მე რომ მეგონა ჩემი იყავი
რომ შენი გული მე გამიყავი,
არც ეს ყოფილა თურმე მართალი
არც იმ სიტყვების ჩამონათვალი.
-----------------------------------------
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ ჩემი ხარ
ჩემს სიცოცხლესაც კი მირჩევნიხარ,
მე კარგს უშენოდ ვერ წარმოვიდგენ
შენ თუ დაგკარგავ ვეღარ მოვილხენ.
----------------------------------------------
ჩემი ოცნება შენზე გადადის
ჩემი ფიქრი ხარ აწ და მარადის
შენთვის ვარსებობ შენთვის ვირჯები
შენზე ვგიჟდები მე შენ მჭირდები......


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев