
ვერთობით, ვშრომობთ და ვიმკობთ,
ხვალ,ზეგ რა გვემახსოვრება
ამაზე ბევრნი არ ვფიქრობთ.
--------------------------------
ჩვენ ვიბადებით,ვიზრდებით
სამშობლო,ერი და გვარი,
ვარსებობთ ჩვენი მიზნებით
ეს არის ჩვენთვის მთავარი.
--------------------------------
ერთად ვიყავით გუშინწინ
დღეს კი სიშორეს განვიცდით,
ხვალ გვეყოლება გულში ვინ?
ალბათ არც ერთმა არ ვიცით.
--------------------------
ცხოვრება მაინც გრძელდება
სიმშვიდეა თუ ბუნტია,
სიყვარულიც კი ძველდება
თუ კი ოჯახი სუსტია.
-----------------------------
ისიც კი ხდება რომ ზოგჯერ
რა გვინდა თავად ვერ ვხვდებით,
ველევით იმედს ბოლოჯერ
თავს საყვარელ ხალხს ვესხმებით.
--------------------------------------
ღალატით მოგვაქვს ზიანი
გვიზიდავს სხვა მოწონება,
ვტყდებით როცაა გვიანი
შეცდომის გამოსწორება.
--------------------------------------------
ასე თუ ისე რას ვიზამთ
დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,
თუ ჩვენთვის ძვირფას არ ვიცავთ
ვკარგავთ და თავსაც ვაძულებთ.
--------------------------------------
ასე რომ მოდით ვიბრძოლოთ
ნუ ვატკენთ გულებს ერთმანეთს,
უფლის წინაშე ვილოცოთ
და ვეთაყვანოთ ერთ რამეს.
----------------------------------
სიყვარულს,ნამდვილს,ჭეშმარიტს
თუ გიყვარს არ მიატოვო,
უყურე ყოველ შენს ნაბიჯს
რომ ცუდი კვალი არ ტოვო.
--------------------------------
ნუ გამოიტან განაჩენს
არ იდო ცოდვა ბრალდებით,
სანამ არ ნახავ განსასჯელს
შენ საკუთარი თვალებით.
-----------------------------
თორემ სინანულს კი იწყებ
იკითხე ის რას აპირებს,
ჩადენილს ვერ დაივიწყებ
თუ მსხვერპლი არ გაპატიებს.
------------------------------
ცხოვრება მართლაც ომია
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ვინც შენს გვერდში მდგომია
ამსგავსო ჭორით აფიშას.
---------------------------
ნდობას ურთიერთ გაგებას
სხვა შენში არ უარყავდეს,
გზა კვალი თუ კი აგებნას
მაშველი ხომ უნდა გყავდეს.
-----------------------------
მოკლეა წუთისოფელი
და მეც ამ ლექსით ვსარგებლობ,
გეტყვი რომ წუთი ყოველი
შეირგე სანამ არსებობ.
------------------------------------
ბევრი მინახავს ამ ქვეყნად
მე გარდა ჩემი ოცნების,
და ბევრიც ვიცი ამდენად
სიცოცხლის დღე და მოსწრების.
--------------------------------
გმირობა მოდის შემთხვევით
უეცრად დგება მომენტი,
არც მე ვთვლი რომ ამ შედევრით
ვარ ვინმე დიდი პოეტი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1