
მე ყველაფერი შენს თავს მახსენებს
არ მაძინებენ შენზე ფიქრები ,
ერთი ვიცი რომ თავს დაგანებებ
როცა ცოცხალი აღარ ვიქნები.
----------------------------------------
და მე სიკვდილი თუ დამავიწყებს,
მაშ თავს მოვიკლავ ამას გპირდები,
დროც უშენობით,მალე მაბერებს,
რისთვის ვიცოცხლო?თუ არ გჭირდები?
----------------------------------------
რა უნდა მქონდეს ნეტავ ისეთი?
რომ შემიყვარო ჩემო ფერია,
ან რაღა მოგცე უფო ძვირფასი?
თუ ჩემი გული უკვე შენია.
-------------------------------
რა უნდა გითხრა თუ ჩემი ცრემლი
შენთვის უბრალო წვიმის წვეთია,
რა უნდა გითხრა თუ ეს სიტყვები
შენთვის მხოლოდ და მხოლოდ ლექსია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев