
ვამაყობ რომ ჩემი მეგობარი ხარ
რომ გიცნობ და რომ ასეთი კარგი ხარ,
რომ სიკეთის დიდი მეომარი ხარ
რომ გიყვარვარ და ჩემს გვერდით დადიხარ.
---------------------------------------------------------
რომ შენ ჩემი ერთგული ხარ ძაღლივით
რომ არასდროს არ ვღალატობთ ერთმანეთს,
რომ მე შენთვის ძვირფასი ვარ ძვალივით
თუ რამე გვაქვს შუაზე ვყოფთ ყველაფერს.
------------------------------------------------
რომ თამაშში მუდამ ჩვენ ერთ გუნდში ვართ
რომ სულ გვინდა ვიცელქოთ და გავერთოთ,
რომ მე და შენ ერთმანეთის გულში ვართ
და რომ დიდხანს ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ.
---------------------------------------------------------
რომ ყველგან გვაქვს ერთმანეთის ჩვენ ნდობა
რომ ერთმანეთს ხასიათებს ვუწონებთ,
რომ ორივეს გვაკავშირებს ეს გრძნობა
რასაც ქვეყნად მეგობრობას ვუწოდებთ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев