
მოვა დრო ავალ,მწვერვალზე ლექსად,
და მოვიგონებ სხვა დიდ პოეტებს,
მე გავიხსენებ ჩემს განვლილ წლებს და
ჩემი ცხოვრების ლამაზ მომენტებს.
--------------------------------------------
თუ მაღიარებს ამ ქვეყნად ყველა
მაშინ კი ვიტყვი ღირდა ამისთვის,
იმ უამრავი ღამის გათევა
თუნდაც ამ ერთი,ერთი რამისთვის.
----------------------------------------
განა დიდებას ვგულისხმობ?არა
არამედ ბევრი ხალხის სიყვარულს,
ზოგჯერ ვფიქრობ რომ ტირილი კმარა
მეც ვიმსახურებ მცირე სიხარულს.
---------------------------------------
მინდა სამშობლოს ღიმილით შევხვდე,
თუნდაც იმ ერთხელ უკანასკნელად,
დავიკარგები ყველაფრის შემდეგ
და გავაგრძელებ სუნთქვას კვლავ ცრემლად.
-----------------------------------------
შორს გავუყვები ჩემს ბნელ გზას მარტო
ვივლი ვით დანტე ალიგიერი,
ისევ მეცმევა ძველმანი მანტო
ერთი საწყალი კაცის იერი.
------------------------------------------
ვერ შევეშვები ვერასდროს წერას
როგორც ვერ იშლის ჩიტი გალობას,
ვერ შევეშვები თამბაქოს წევას
და ვერც ყავის სმას,ვგევარ ნარკომანს.
--------------------------------------
რა ვქნა? არ ვიცი, რა ვუყო ამ გულს?
ამ უიმედო და ნაიარევს,
ამ ერთ კითხვაზე დავეძებ პასუხს
რატომ ვუყვარვარ ადამიანებს?
--------------------------------------
ვინც მე ვერ მიგებს,მე მათიც მესმის
იქნებ უბრალოდ მე ვარ შეშლილი,
და ამიტომაც არის ეს ლექსი
ასე გიჟური გრძნობით შექმნილი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев