დიდი ხნის წინათ, კაცის ნეკნიდან შემქმნეს და ქალად მომნათლა იმ შემოქმედმა...
...მას მერე, მე ვარ კაცის ნეკნის მატარებელი...
---მე ქალი ვარ!
...შენ კი, იმხელა ტვირთი ამკიდე, ზიდვა მიჭირს... ხელებს, დაკოჟრილ ხელებს , ცალყბად უყურებ და ვიღაც ლამაზმანზე ოცნებებში რეალურს მკარგავ...
...მერე სარკის წინ ტრიალს თუ ვიწყებ, იმიტომ კი არა, რომ შენი ყურადღების მიქცევა მინდა, უბრალოდ ვეძებ საკუთარ მეს და ვეღარ ვპოულობ...მერე დაკარგული წლების დასათვლელად, შვილების პატარა ხელის მტევნებსაც ვიშველიებ და ....გაქცევა მინდა, იმ დაკარგული ქალის საპოვნელად, გაქცევა მინდა...
...მერე კი, შემთხვევით გამვლელში ვეძებ დაკარგულ სიყვარულს და ვერ ვპოულობ, ისევ ვეძებ და ...
---მე ქალი ვარ!
...ყვავილის ჩუქება რა სისულელეა, ან ოქრო–ვერცხლის... მთავარი თვალების სითბო, ალერსიანი ხმა და უსიტყვოდ გამხელილი სიყვარულია...
...,,მე შენ მიყვარხარ'' ეს სიტყვები ბანალურია, ან დაძინებულს სერენადას ხმა რომ მაღვიძებს, არც რადიოთი მსურს სიმღერის მოძღვნა და არც ფეისბუკით ყვავილების ფოტოს მორთმევა...
---მე ხორცშესხმული ბედნიერება მჭირდება მხოლოდ, სახელად ,,შენ''...
---მე, შენი სულის ნაწილი მინდა ვიყო ....
---მე ქალი ვარ!
---მარტის იმ ერთ დღეს, ქალებს რომ მიაკუთვნეს დიდი ხნის წინათ, ბევრ მოლოცვებს შორის, გულანთებული იმ ჩემი ნეკნის პატრონის მოლოცვას ველი...
---მე ქალი ვარ!
....და ჩემი ნეკნის პატრონს დავეძებ...
---მე ქალი ვარ!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев