მაგრამ სიტყვას რომ იტყვი, მერე უკვე ის სიტყვაა შენი პატრონიო… მართლა ასეა… სიტყვით შესაძლებელია ადამიანის ამაღლება, განწმენდა და გაკეთილშობილება… შესაძლებელია შესძინო მას რწმენა, სიხარული და სიმხნევე, ჩანერგო მასში სიყვარული და გულმოწყალება, მომადლო მის სულს მშვიდობა და სიმყუდროვე. სიტყვას ადამიანის გადარჩენა შეუძლია… ავსიტყვაობით კი
შეიძლება მოშხამო სული, შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და
მანკიერება, შებილწო წმინდა გული. ავ სიტყვას ადამიანის განადგურება
შეუძლია, კაცის მოკვლა შეუძლია… ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ
ბევრი თბილი სიტყვა რომ ესმოდეთ ახლობლებისგან… ალბათ, არც კი
დაბერდებოდნენ… კეთილ სიტყვას ყველაფერი შეუძლია… გახსოვდეს, რომ სიტყვა
იყო სიკეთის, სიყვარულის, სითბოს, ყოველგვარი სათნოების სათავე… ღმერთისაც
კი… ვაჩუქოთ ერთმანეთს გულიდან წამოსული თბილი
სიტყვა
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1