შენი სულის ნაწილი?
სიცოცხლის აზრი? გულისცემა? სუნთქვა?
(....) არა! მეგობარი უფრო მეტია! ის არის
ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის შენ
შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც
უყვარხარ, ის არის ადამიანი, რომელიც
სიხარულში თუ გაჭირვებაში მხარში
გიდგას. ის არასოდეს მიგატოვებს,
არასოდეს წავა შენს წინააღმდეგ, მუდამ
შენს გვერდითაა, რომ ვერც ხედავდე მას.
ინტერესდება თუ როგორ ხარ, ის და შენ ხართ
ორი სული ერთ სეულში, ნამდვილი მეგობარი
არ დაიღლება ნუგეშის მოცემით, მისი
სიყვარული არ დაიკარგება, მისი
ერთგულება არ გაქრება, მისი პატივისცემა
შენდამი არ შეინთქმება. მეგობარი უნდა
აირჩიო სულიერი და არა ფიზიკური ნიშან
თვისებებით. ადამიანი რომელიც ყველაზე
კარგად შეავსებს შენ სულს და რომელიც,
ყველაზე მეტად გაალამაზებს შენი
ცხოვრების ბინზურ მომენტებს, სწორედ ის
არის ნამდვილი მეგობარი. მეგობარი
ძვირფასი განძია, ის არ არის ჩრდილში, ის
ცხოვრების მანათობელია. მადლობელი იყავი
ცხოვრების იმ ნაწილისა რომელიც ანათებს
შენს სიცოცხლეს. გყავს მეგობარი? პატივი
ეცი მას, გაუფრთხილდი და რაც მთავარია
დაიმახსოვრე? ,,საუკეთესო საჩუქარს ვერ
იპოვი ნაძვის ხის ქვეშ, მას იპოვი
ნამდვილი მეგობრის გულში.'' შეძლებ ასეთ
მეგობრობას?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев