თუ ქვეყნის ბედ იღბალს გავუსწრო
საჩემოდ,
სიცოცხლის საწყაო წვეთ წვეთად
დამევსოს
ოღონდ კი ამევსოს მამული სამზეოდ.
კვნესა და გოდება ქართველის ხვედრია,
ქართული მიწა წყლის დაჭრაც და აჩეხვაც,
და მაინც ქართველი რაღაცით მეტია,
გენებში არ უზის იმედის გატეხვა.
აივსო ტალახით გულიც და ქუჩებიც,
მზემ თითქოს ჩაუქრა სინათლის სურვილი,
უკუნი ბატონობს თახსირი მრუშებით,
სიმართლემ დაკარგა სიცოცხლის
წყურვილი.
ყოველდღე ტვირთავენ ცოდვებით
ბალდახინს,
აღმართში სავალ გზას დაღმართში ელიან,
და მაინც ქართველი აიტანს კაცთა ჭირს,
რადგანაც ქართველი რაღაცით მეტია.
ჩამქოლეთ, თუ ოდეს ღალატი გაიგოთ,
თუ ოდეს შვრაცხო სამშობლო ცოდვებით,
ნამდვილი ქართველი მამულით კაიყმობს,
მამული მის გულში არც ოდეს მოკვდების.
უღონდ კი ნამდვილი ქართველი
ვამრავლოთ,
ვუმღეროთ ნანა და ვარწიოთ აკვნები,
რომ ხვალემ მამულის აღმასვლა
გვახაროს,
გვჯეროდეს, ქართველი არც ოდეს
წახდების.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев