Предыдущая публикация
სად მიფრინავენ წლები.
რად არ ჩერდება ეს დრო,
რატომ ვბერდებით მალე.
შემოგვეფანტა წლები,
თმებში იმატა ვერცხლმა.
გული ოცნებით დაფრენს
და არ ბერდება არა...
რა უსუსურად გვიმზერს,
გულს გაფანტული დარდი.
წლების სიმძიმე ფარავს
და არ მშორდება მაინც...
ვერ მომერევა წლები,
ვერ ვემონები დარდებს.
ჩემი ოცნება ლაღი
ისევ იმედით მავსებს...
16.11.2019
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2