Предыдущая публикация
ლექსებმა ამივსეს ცხოვრება ფერებით.
დღეს უნდა დავლიო და ველი ვედრებით,
თუ ისევ მეწვევა ეს მუზა ლექსებით.
დღეს უნდა დავახრჩო ღვინოში დარდები.
დღეს უნდა დავფიქრდე, თუ შემიყვარდები...
დღეს უნდა ვიგიჟო და ვიყო ეული.
დღეს უნდა ვიკითხო, ვიქნები რჩეული?
დღეს ისევ მთვრალი ვარ და გადარეული.
დღეს ისევ ბავშვობა დაბრუნდა ქებული.
დღეს ისევ დავთრგუნე დარდები წყეული.
დღეს ისევ მოფრინდა ოცნება ეული.
16.11.2015
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев