და ნუ აჩეჩავ დალაგებულს, ჩემს, გრძნობებს სხვენში,
ალბათ მიხვდები თუ რამდენ დროს მოვანდომებდი,
შენზე ფიქრები დამეკეცა გრძნობების გვერდით.
ნუ მოხვალ მაშინ, როცა უკვე მერქმევა დედა
და ნუ დამირღვევ იდილეას სიმწრით ნაშენებს,
ერთი მიყვარხარ, ხომ შეგეძლო რომ ადრეც გეთქვა,
ახლა დედა ვარ, ცოლი, ქალი, სხვისთვის გამწირე.
ნუ მოხვალ მაშინ, როცა ბავშვით გავივლი ქუჩებს,
ნუ მეჩვენები, ნუ მანახებ კვლავ შენს შავ თვალებს,
მე შენ მოგიწყე ჩემი გულის ერთ მხარეს კუთხე,
სადაც ყოველ ღამ, ჩუმად, ლოცვით, ერთ სანთელს გინთებ.
ნუ მოხვალ მაშინ, როცა ქმარი წელზე ხელს მომხვევს,
ნუ გაბრაზდები, აწი უკვე არ დაგგშვენდება,
როცა დრო იყო, მაშინ სხვისთვის ცვითავდი გრძნობებს,
ახლა ერთს გეტყვი,
უჩემოდაც კვლავ გათენდება.
ისევე, როგორც მე ვათევდი ერთ დროს ღამეებს,
სიზმარშიც, როცა სხვასთან ერთად ტანგოს ცეკვავდი,
დღესაც სიზმრები შენზე, ღამე, ძილს არ მაკარებს,
მახსოვს?! კი, მახსოვს უშედეგოდ როგორ გეძახდი.
ნუ მოხვალ მაშინ, როცა წლები სახეს შემუსრავს
და ნუ აჩეჩავ დალაგებულს, ჩემს, გრძნობებს სხვენში,
ნუ გადამაქცევ ხორცით სხვისს და სულით კი შენსას,
ვიცი ორგულებს რომ არ ინდობს მართალი ღმერთი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1