Предыдущая публикация
გულის სიმძიმე აუტანელი, ვით გემის ღუზა,
ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული,
შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული...
ხარ მომავალი ჩემთვის ნატრული!
ბოროტება ხარ, ბნელი წყვდიადი..
შენ ხარ სიკეთე.. და განთიადი!
თბილი ღიმილი და ცრემლი თვალზე,
ხარ სალოცავი გუმბათის თავზე..
ვნება ხარ ენით აუღწერელი,
ხარ გრძნობა კალმით დაუწერელი.
ცრემლი ხარ თვალზე გადმონადენი,
ხარ გულის ფეთქვა.. იცი რამდენი?!
მშვენება ცისა, სინაზე ზღვისა..
სამყაროს ფერი, სინათლე მზისა..
შენ ხარ სიცოცხლის სწორი მიზანი,
ნუ მომიგონებ როგორც სიზმარი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев