მინდა ჩემს გარშემო ადამიანებს ისეთივე სულგრძელობითა და სიყვარულით ვეპყრობოდე, როგორითაც შენ მეპყრობი. მე არ ვარ სრულყოფილი და მეც ბევრ შეცდომას ვუშვებ. ამიტომ, როდესაც სხვა ადამიანები შეცდომას უშვებენ, მინდა გაგებით და სულგრძელობით ვეკიდებოდე ასეთ საკითხებს და სწრაფად ვპატიობდე. უფალო, ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანს, დაშვებული შეცდომისთვის განვკიცხავ და ვაკრიტიკებ ხოლმე. შენ კი, ღმერთო, ყველა ადამიანის მიმართ სულგრძელი ხარ, რადგან შენთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. როგორც შენი შვილი და დედამიწაზე შენი წარმომადგენელი, მინდა შენსავით ვიქცეოდე. გთხოვ, დამეხმარე, ყველა ადამიანის მიმართ ვიყო სულგრძელი. შემდეგ ჯერზე, როდესაც არასწორად მომექცევიან, მაქსიმალურად ვეცდები, გაგებით მოვეკიდო მათ და გავიხსენო, რომ „ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას“ (იგავნი 15:1). გაგებით მოპწყობა - სულგრძელობის ერთ ერთი თვალსაჩინო გამოვლენაა. დამეხმარე უფალო, რომ ეს თვისება ხშირად გამოვავლინო. ამინ“.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев