Предыдущая публикация
გათენდა დილა . ერთხმად შესძახეს.
რას ჟღურტულებენ ნეტავ ჩიტები?
მე იმ ჩიტებში ვეძებ შენ სახეს--
ისე მაკლიხარ! ისე მჭირდები!
ერთი მათგანი შენ თავს მახსენებს
და თვალებს ჩუმად ჩემკენ აცეცებს .
მთხოვს მოფერებას. - ასე ავხსენი .
მთხოვს სითბოსა და არა ნამცეცებს .
გულჩვილი გავხდი . შენი ბრალია .
ვუსმენ ჩიტების ამ ოპერეტას .
სამაგიეროდ ჩემი ვალია
სითბოს გაცემა და მოფერება .
მომდევნო დილაც ასე იქნება
და მეც განთიადს დაველოდები.
ავიღებ კალამს .-
. დაუფიქრებლად
ჩიტის მოტანილ ამბავს მოვყვები.
ალეკო ჩინჩალაძე . 30 . 009 . 19 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев