Предыдущая публикация
გულში გაგიქარვო სევდა.
მინდა ბედნიერს გხედავდე,
სიხარულს ასხივებდე ყველგან.
მინდა სიყვარულით დაგათრო,
ვნებით აგითრთოლდეს გული.
ჩუმად მოვეფერო ბაგეებს,
ჩუმად ჩაგჩურჩულო ყურში.
რომ ისევ ძლიერ მიყვარხარ,
ვერ დაგივიწყა გულმა.
ვერ მოერია სიყვარულს
ვერც წლები, ვერც შემოდგომა.
ჩუმად ვაკოცო ბაგეებს,
ვნებით აგივსო გული.
სისხლი აზვირთდეს ვნებებად,
ურცხვად ჩაგიკრა გულში.
კოცნით დაგიშრო ცრემლები,
სიზმრად კი არა, ცხადად.
ვიცი რომ კვლავ გამექცევი,
მაგრამ მიყვარხარ, რა ვქნა...
10.03.2019
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев