თვალთ უნახი ტანი ჰქონდა,კაკაოსფრად მკრთალი.
უღიმოდა მზეს,ზღვისფერი,საოცარი თვალი.
ზღვა კი იყო ხავერდივით,მომხიბვლელად,წყნარი.
...შემომხედა,ვიგრძენ გავხდი მის სიტურფით მთვრალი.
ვნახე სახე მზის სადარი,მართლა საოცარი.
როცა მნახა,რეტდასხმული მე, ასე ფერმკრთალი...
წამოხტა და მომაწოდა ჭიქით ცივი წყალი.
წყალმა უცებ გამიცოცხლა უმოძრაო ძვალი,
თან ზურგზედაც გამეჭიმა თბილად ხერხემალი...
რომ დარწმუნდა აღარა ვარ მთლად ბოლომდე მკვდარი,
გაბრუნდა და მზეს მიაპყრო ,ჩემდა ჭირად,მხარი.
...აღარ მახსოვს გონზე მოსვლა...გავახილე თვალი,
გაუნძრევლად,ისევ მხარზე, იწვა ტურფა ქალი...
....
...მზესაც მზერით უბედურსა შეუცვლია ფერი,
მის სახეშიც,როგორც ჩემში, დუღდა ყველაფერი.
თ.რუხელი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев