Предыдущая публикация
სიყვარულს არა აქვს დრო.
თუ გიყვარს სამყარო სხვა არის,-
ზაფხულშიც ფანტელი თოვს...
თუ გიყვარს ზამთარშიც ყვავიან,-
იები,არ ითვლი წამს.
მსუბუქად ღრუბლებზე დადიხარ
და მკერდით ატარებ ზღვას.
გრძნობები გერევა და მღერი:
"სიცოცხლე სიყვარულს გავს"...
ხან და ხან იმდენად რთულდები,-
ცხოვრება სიყვარულს კლავს.
სიყვარულს არა აქვს მანძილი,
სიყვარულს არა აქვს დრო...
თუ სადღაც ხსოვნათა აჩრდილი,
კვლავ მასთან დარჩენას გთხოვს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев