თავი 21
ილია სამზარეულოში გავიდა ხელები უკანკალებდა.
წყალი დალია და სკამზე ჩამო-
ჯდა.
-ნუთუ ეს ყველაფერი მართალია, ნუთუ თეოსთვის ეს
ყველაფერი ასეთი სერიოზული
იყო.გნახავ, დაგიჩოქებ, კვალში ჩაგიდგები
და მაინც დაგიბრუნებ.ვინც რა
უნდა ის თქვას. ვერ გავძლებ
უშენოდ. ან აქამდე , რატომ არ გამისკდა გული.თავის მოკვლა,
რომ დამჭირდეს შენ წინ, მაინც
დაგიბრუნებ, ჩემო პატარა გოგო.ჩემო აბდა უბდა ცხოვრების სიხარულო.
გაიფიქრა და ცრემლი მუჭით
მოიწმინდა.-რა ქალაჩუნასავით
ვიქცევი, ეხლა , რომ ქეთამ გაიგოს რას ვფიქრობ. გაიფიქრა და მიხვდა,
რომ ახლა არავის აზრს მისთვის
მნიშვნელობა არ ჰქონდა. -მთავარია
თეომ მაპატიოს. ბუტბუტებდა თავისთვის უაზროდ. ახლა უჩას დანახვა არ შეეძლო, რადგან ყველას
მოკლავდა ვინც კი გაბედავდა და თეოს თავს შეეცილებოდა.
როცა ქეთამ უთხრა, რომ თეო ჩამოდიოდა. და პატარა სუფრის გაკე-
თება უნდოდა. შეეშინდა.მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე, ყველა
გზას ეძებდა,გეგმებს აწყობდა, თუ
როგორ შეხვდებოდა თეოს, მიხვდა
მზად არ იყო და არც არასდროს
იქნებოდა მზად.გადაწყვიტა ბედს მინდობოდა, ქეთას დასთანხმდა და
თავის ნებაზე მიუშვა.თვითონ კი
სამთო სწავლებაზე წაიყვანა ბიჭები
საჩხერეში.იმ იმედით , რომ მის
ჩამოსვლამდე თეო ჩამოვიდოდა და წავიდოდა კიდეც.ქეთას იმედი ჰქონდა მეფის საკადრის სუფრას
გაშლიდა.ერთადერთი , რაც აგიჟებდა
და ჭკუაზე შლიდა ის იყო, რომ თეოს
უჩა დახვდებოდა და არ იცოდა მოვლენები , როგორ განვითარდე-
ბოდა.
ვახტანგს სთხოვა მის არ ყოფნაში
თეოს დახმარებოდა სტუმრების დახვედრაში.და იმ იმედით წავიდა,
რომ როცა საჩხერიდან ჩამოვიდოდა
თეო წასული დახვდებოდა.
-კურსს ასრულებდა ქეთამ თეოს
ჩამოსვლა, რომ შეატყობინა. ,, ყველა-
ფერი მზად არის , შენ შეგიძლია სურპრიზი გაგვიკეთო და მზა სუფრაზე გვეწვიოო."-სიმწრით გაეღიმა ასეთ დარტყმას უკვე აღარ
ელოდაც, თეოსთან შეხვედრა გარდაუვალი იყო.მთავარია იმ წუთას არ დაბნეულიყო და რამე სისულელე
არ ჩაედინა.ყველაფერს ბედი
გადაწყვეტდა. მოსახდენი უნდა მომხდარიყო. მხოლოლოდ თეოზე ფიქრი დარჩა, მისი მონატრება და
ნახვის სურვილი.
ილია ოთახში, რომ შევიდა , ქეიფი
ახალი დაწყებული იყო.ქეთას უზომოდ გაეხარდა მისი დანახვა.
ქეთას ისე ჩაეხუტა, თითქოს ემშვი-
დობებოდა.
-ჩამოვიდა?-იკითხა ჩუმად.
-კი ჩამოვიდა და როგორც ყოველ-
თვის ყურადღების ცენტრშია.ვახტან-
გი ისე მოიხიბლს, მგონი თავიც დაკარგა.ასეთი აღტაცებული და
ბედნიერი ვახტანგი არ მახსოვს.ის კი
არ იცის; რომ თეოს თავისი ანგარიში
აქვს ქართულ შეიარაღებასთან
მიმართებაში.
-რა მოხდა რამე?
-მერე გეტყვი, აქ უფრო რთულად ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა.მაგრამ
ახლა ამის დრო არ არის.შემოხვალ?
-უჩა აქ არის?- იკითხა დაძაბულმა.
-უჩა არა და. მამამ თქვა, სახლში არ
არის წასულიაო.სულელია პირდაპირ ამხელა კაცი.თავში ჭკუა არა აქვს.ამდენი ხანი არ უნახია და მოს-ვლაც არ იკადრა.მამაც ვერ მოვიდა
ცუდად არის. ვზივართ მე და თეო
შენს ამხანაგებში. ვახტანგი, რომ არ
ყოფილიყო, რას ვიზავდი არ ვიცი.
იცი მართლა , როგორ მოეწონა
ვახტანგს თეო? არ ვიცი, როგორ
იქნება ეგ საქმე. უჩა ყველაფრის
ღირსია.ნეტავ ვახტანგმა მაინც
შესძლოს მისი გულის მოგება, მაგრამ
ისეთი გაქვავებული სახით შესცქერის კაცებს ძველი თეო არ
შეცვლილა.ისე, რა გასაკვირია, რაც
მას გადახდა.
-რა მოხდა , რა შენთვის ლაპარაკობ
დაიძაბა ილია.
-კარგი მერე გეტყვი, ან არა და თვითონ გეტყვის . შემოდი რა ერთი სული აქვს გაიცნოს.
- მოიცა , რა დავიღალე , თავს მოვიწესრიგებ და შემოვალ კარგი?
აკოცა ცოლს და ოთახში შეიხედა.
- კამპანიას გაუმარჯოს, ხომ არის ყველაფერი წესრიგში ბატონო
მაიორო.მიესალმა სუფრის წევრებს
ილია.
-შემოდი ყმაწვილო აქ და მომახსენე,
რა ჩაიდინეთ იქ.საერთოდ თუ რამე ჩაიდინეთ.-გაეცინა ვახტანგს.
-მოვწესრიდგები ცოტას და შემოგიერთდებით კარგი?-ჩაილაპარაკა და მოტრიალებულ
გაღიმებულ ლამაზ ქალს მიაშტერდა.
-აი როგორი ყოფილხარ, ჩემო
პატარა თეო.რა ლამაზად იღიმები,
რა საყვარლად გეჩქმიტება ლოყები.
გაიფიქრა , სამზარეულოში შეტრიალდა,სკამზე ჩამოჯდა და სახე
ხელებში ჩარგო.
-ვერ მიცნო, ან კი როგორ ,მიცნობდა
რას წარმოიდგენს, რომ მეგობრის
ოჯახში დახვდება ის არაკაცი ვინც
დასცინა და სიცოცხლე გაუმწარა.მე
მელოდება , მეგობრის ხელს ელოდება.ღმერთო დღევანდელ დღეს გადამარჩინე.ღმერთო შეძლენდა კი ამ პატარა ქალისთვის
პატიება ეთხოვა. ოცნება დიდი ჰქონდა , შენდობის იმედი პატარა.
ფიქრიდან ზარის ხმამ გამოარკვია.
ქეთას რეაქციაზე მიხვდა , რომ
ვიღაც ახლობელი მოვიდა.
-სად ხარ აქამდე, სად დაიკარგე? თქვენ რა ხალხი ხართ პირდაპირ.
ქმარი ეხლა მოვიდა.ძმა მოვიდოდა თუ არა ღმერთმა იცის.არ გრცხვენია?
რამდენი წელია არ გინახავს და არც
კი ინებე , თუნდაც აქ დახვედროდი.
-ზუსტადაც, ამდენი ხანი , რომ არ მინახავს იმიტომ ვერ დავხვდებოდი და ნუ გიყვარს შენ ადამიანის
შეწუხება და გაშავება.
,,უჩა მოსულა"-გაიფიქრა დაგაუხარდა.
-ეს მიშველის თუ მიშველის. იქნებ
მე ყურადღება სულაც არ მომაქციოს.
უჩამ სამზარეულოში შემოიხედა.
-რა მარტო ზიხარ, რა ოთახში არ გიშვებენ?-შეეკითხა გაკვირვებული უჩა.
-ვერ ვარ კარგად, კიდევ კარგი მოხვედი, ძალიან დაღლილი ვარ.
ცოტას დავისვენებ,მდგომარეობიდან
გამოვალ და შემოვალ.
-შენ მართლა,რაღაც გიჭირს.ამ გოგომ
ხომ შეჭამა გული ამ წვეულებებით.
რაში ჭირდებოდა ეს აჟიოტაჟი,
გეგონება თეოს არ იცნობდეს.მოიცა
ერთი მაგრად უნდა წავუკითხო ამ ქალბატონს.-გაბრაზდა უჩა.-დაისვენე
მე შევალ.
უჩასადმი მადლიერების გრძნობით
განიმსჭვალა,როგორ მორიდებულია
უჩა. თეო მართალია დიდი ხანია არ
უნახავს, მაგრამ მოსვლა გაუჭირდა.
მას მართლა უყვარს თეო.რაღაც არ
ვიცი ამ ქალზე.არც ისეთი უმწეო
და სიფრიფანაა, როგორც ჩანს.
მიუხედავად დიდი სიყვარულისა უჩა
მასთან შეხვედრას თავს არიდებს.
ჩემთვის ეს დღე საშინელი სამსჯავროა, ღმერთო შენ გადამარჩინე.-მიხვდა ,რომ ასე
უმოქნედოდ ჯდომა სამზარეულოში
სირცხვილი იყო , რას იტყოდნენ
ბიჭები.სამზარეულოში ქეთა შემოვი-
და.და მაცივრიდან მარწყვის ტორტი
გამოიღო.
-მარწყვის ტორტი თეოს სისუსტეა.
ილო, რამდენ ხანს გელოდოთ
შემოდი რა? სირცხვილია, რას იტყვიან ბიჭები?-უთხრა ქეთამ და ოთახიდან გავიდა.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев