Предыдущая публикация
ცხოვრება არის ომი ,
არსებობისთვის ბრძოლა.
ყოველდღიური წესით
ვიკრავ ღილებს და ზონარს.
ღმერთმა გაშოროთ ყველას
მკაცრი რეჟიმის ზონა!
ვემეგობრები , ვისაც
სიკეთე გასდევს ზოლად .
ვით ოაზისი მოსჩანს
სანიტარული ზონა .
სადაც საჭიროდ ჩავთვლი ,
სიცოცხლეს დავდებ ფსონად .
ზოგჯერ ვყოყმანობ , რა ვქნა?
ავწონ- დავწონი , ვზომავ.
აი , სისუსტე ჩემი-
ეროგენული ზონა!
p. s.
მდიდრებს , ბანკირებს უწევთ
გამართლებისთვის ძვრომა.
დე , მათი იყოს ფულიც
და ოფშორული ზონაც!
ალეკო ჩინჩალაძე . 12 . 01 . 19 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев