თავი 20.
-რა მაგარი გოგოები გყოლია
კურსზე.აქ დაუბერტყავს სილამაზის ღმერთს კალთა.ვაი
ეს რა პატარაა თქვენთან
შედარებით.-სიმწრით გაეცინა და ქეთას შეხედა.
- ვინ , თეო? კი მეგის გვერძე
ჩანს პატარა, თორემ არც ისე
პატარაა. მაგრამ ძალიან ლამაზია. იცი რა მაგარი გოგოა,
მაგრამ დიდი წუნია გვყავს.
იცი , რამდენი კარგი ვაჟკაცი
დაიწუნა. ახლა თურქეთშია,
ბავშვთა ფსიქოლოგიურ
ცენტრში ექიმი ფსიქოლოგია.
-რაა სად მუშაობს?-ჩალაპარაკა
ილიამ.ეჭვს არღარაფერი იწვევდა
ეს თეო იყო.
-ეს რა ალმაცერათ იკითხე?.დიახ თურქეთშია და ფსიქოლოგია, ექიმი.
-არ გეწყინოს , ისე ვიკითხე.
-ასე აღარ იკითხო, იცი რა
გოგოა და რა კარგი პიროვნება?.
საბავშვო ბაღიდან ერთად მივდივართ
გინდა საიდუმლო გაანდო.? ჩემი
უჩა ყურებამდეა შეყვარებული თეოზე
ისეთი ნაწყენი ვარ უჩაზე, ამხელა
კაცმა ამ ერთი ციდა გოგომდე ვერ
მიიტანა, თავისი გრძნობა.ზის და
ელოდება, როდის აუხსნის თეო
სიყვარულს. ისე ბავშვობაში თეოსაც
უყვარდა უჩა. ის კი ბავშვად თვლიდა
და კიკინებიან თეო-თეოს ეძახდა.
მერე ჩემს დაბადების დღეზე ნახა
და გადაირის, მაგრამ,, ამირან გულში
მღეროდაო"-ასეა უჩას საქმე.
ილიას ისეთი გრძნობს დაეუფლა,
საცაა გული გაუსკდებოდა.,,ვინ უჩა,
უჩას , რაღა უნდა ესენი ხომ არ
გაგიჟდნენ?"-გაიფიქრა გაბრაზებულმა.
-არ მითხრა ეხლა, რომ ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ შეხვედრია.
ესღა იკითხა გამწარებულმა კაცმა.
-შეხვედრია კი არა, ისეთი საქმეები
აქვს თეოს ჩადენილი, პატარა
უძახე შენ.-გადაიკისკისა თეომ.ილიას
გულმა რეჩხი უყო და დაიძაბა.
,,რა საქმეები, ვაიმე ეხლა , რომ
ამ ქალბატონის სასიყვარულ ისტორიები გამოჩნდეს, გაგიჟება მერე ნახე შენ.?"
-ისე არაფერი კი არ ეტყობა, მაგის მსგავსი.-ჩაილაპარაკა და ცოლს
გამომცდელად შეხედა.
-არა რას ამბობ, ჩვენი თეო სიწმინდის და პატიოსნების ეტალონია-გაეღიმა ქეთას.
-ეს რა მწარე ირონიაა, როგორ გავიგო.?-იკითხ ილიამ და ცუდის მოლოდინში გული ატკივდა.
-ისე უნდა გაიგო, რომ ის საუკეთესო
გოგოა და რომ ჩამოვა, ჩვენთან
დავპატიჟებთ და კარგად ვუმასპინძლებთ.ამ ბოლო დროს ორჯერ დავრეკე და მისმა დედობილმა მითხრა,რომ გერმანიაშია გაგზავნილი, სწავლე-
ბაზე.
-ვინ დედობილი?-იკითხა ილიამ და ქეთას შეხედა.
-იქ კლინიკაში , თურქი ექიმი ქალი გაიცნო, დაუახლოვდა. ქალმა შვილად მიიღო და როგორც შვილს ისე,
პატრონობს.თეოც დედას ეძახის.ამ
ზაფხულს ჩამოსვლას აპირებენ და აუცილებლად სახლში მოვიწვევ
მელიქ თეიზეს.
-ხო, შენ უკეთ იცი, მე შენს საქმეებში
არ ვერევი.ილია ფეხზე წამოდგა.
-წავალ წამოვწვები, რაღაც ფეხი
ამტკივდა და თან მგონი წმევაც მაქვს.
წამლები სად არის?
-ვაიმე ილო ცუდად ხარ? მე კი გავაბი აქ. მოდი წნევას გაგიზომავ.-შეეშინდა
ქეთას.
-არა იყოს წამოვწვები.-ჩაილაპარაკა
ჩუმად და საწოლი ოთახისკენ წავიდა.
საშინლად შეამცივნა წამიწვ და
პლედი გადაიფარა.
-ვაიმე დავიღუპე, ის მართლა თეოა.
რა ვქნა ეხლა, უჩას რაღა უნდა, ეს საიდან გამოტყვრა? ისე რას ერჩი
გემოვნება კარგი ჰქონია. რა ამათ
გონიათ ასე ადვილად გამაცლიან
ხელიდან? არავითარი უჩა და მორჩა.
არა თეო , ჩვენ ერთმანეთისთვის
დავიბადეთ, ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს დაცილებას.თუ შენი სიყვარული ჩემთვის წამებსს, მე
ადუღებულ კუპრში, თავით გადავეშვები და შენს თავს ვერავის
დავუთმობ.-გაიფიქრა და გულმა ისეთი გამალებით დაუწყო ფეთქვა,
არ გამისკდესო გაიფიქრა და წამალს
გადასწვდა.
ცდილობდა თეოზე აღარ ეფიქრა.
აღარც ქეთას ეკითხებოდა არაფერს.შიშით ელოდა აგვისტოს დასასრულს.ქეთა ჩუმად იყო და თეოს აღარ ახსენებდა.ბოლოს თვითონ შეეკითხა მორიდებით
-რა, შენი მეგობარი აღარ ჩამოდი?
-ვეღარ ჩამოდის. მელიქ თეიზე ყოფილა ავად.ჩვენი ამბავი კი
ძალიან გაეხარდა.და ბედნიერება გვისურვა.ვაიმე რა გამახსენდა,რა შემეკითხა იცი?მოკვდები სივილით, რა გულუბრყვილოა .ერთი ადამიანის პოვნა მინდა და შენი ქმარი თუ დამეხნარებაო.უნდა ამხელა შეიარა-
ღებულ ძარებში ერთი კსპიტანი
იპოვოს.გაიცინა ქეთამ.
-ვინ კაპიტანი, ვინმეს ეძებს?-ნერწყვი
გაუშრა ილიას.
-მის მეგობარს კომპიუტერით გაუცნია
ვიღაც კაპიტანი.ცოლობაც უთხოვია
და როცა მას გადაუწყვეტია ცოლად
გაყოლა ის კაპიტანი ,სადღაც გამქრალა.იმ ნაძირალამ მაგრად იხალისა გოგონა კი განადგურებული
დატოვა. გაგიჟებულა საწყალი.
საავადმყოფოში მოხვედრილა და ეხლაც ფსიქოლოგთან მკურნსლობს შეიძლება ასეთი რამე. ?
-ნუთუ ის გოგონა ასეთი ცუდად იყო?
ხმის კანკალით იკითხა ილიამ.
-თეომ თქვა თავი კინაღამ მოიკლაო.
-ამხელა შეიარაღებულ ძალებში,
ძნელია, ვიღაცის მოძებნა.იქნებ არც იყო სამხედრო. -ჩაილაპარაკა ჩუმად.
-სახელი არ გითხრა, რა ჰქვია იმ
კაპიტანს?
-არ უთქვამს, მერე გეტყვიო მითხრა.
ეტყობა, ხლიერ განიცდის გოგონას
მდგომარეობას.
თამარლა.
/თამარ დანდლიშვილი/.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев