Предыдущая публикация
მოგცა გონება და წყალობა, დიდზე დიადი,
უნდა იბრძოლო, უნდა შეძლო მტერიც გიყვარდეს,
სიკეთის ნათლით მიმოფანტო ჯავრის წყვდიადი.
უნდა იარო, არ შეჩერდე, თუნდაც გატკინონ,
ეს ცხოვრება ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია,
სულის ტკივილი სიხარულად გადააქციო,
კაცი მაშინ ხარ, პატიება თუ შეგიძლია.
შენი სინდისი მსაჯულია ყველაზე დიდი
და სწორედ მასთან პირნათელმა უნდა იარო,
ხალხი რას იტყვის? არ იდარდო, ენა უძვლოა,
რაც უნდი ის თქვას, ღმერთს უყურე ადამიანო!
თუმცა რთულია, ლამაზია მაინც სიცოცხლე,
მოგვმადლე რწმენა, განგვამტკიცე ღმერთო, ძლიერო,
მაშ გაუმარჯოს, ბეწვის ხიდზე გავლილ სიცოცხლეს
და ღალატისთვის გადაუხდელ სამაგიეროს!
/ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1