თავი 19 .
დრო გადიოდა, ქეთა კარგი
მეუღლე და მეოჯახე ქალი
გამოდგა.ქმარს თვალებში
შესცქეროდა და ყველა მის
კაპრიზს უთქმელად იტანდა.
ილია ხან და ხან თავს უტყდე-
ბოდა, რა ძლიერი უნდა
ყოფილიყო ქეთას სიყვარული,
რომ ასეთი ძაღლივით ერთგული თვალებით ეყურა
მისთვის, აეტანა ყველა წყენა,
რომელსაც მისდა უნებურად
აყენებდა ქეთას.უკვირდა , როგორ გამოიცვალა, სად გაქრა მისი მოთმინება, პატივისცემა
ქალისადმი. ულამაზესი ქალი
იყო ქეთა.ყველა მოხიბლული იყო
მისით. უზომოდ კარგი დახვედრა
იცოდა, ისეთი თბილი ოჯახური
გარემო შექმნა, რომ მისი მეგობრები
ხშირად იკრიბებოდნენ მასთან.
ყველა მისი მეგობარი დიდ პატივს
სცემდნენ ქეთას.ილია გრძნობდა ამ
ოჯახურ იდილიას , რაღაც აკლდა.ისევ
იმ საშინელ ნაბიჯზე ფიქრობდა.
მიხვდა, რაღაც საშინელი შეცდომა
დაუშვა. გაუსაძლისი გახდა ამ დანა-
შაულით ცხოვრება.რა დაუშვა იმ პატარა ქალმა. მიხვდა საშინლად
დააშავა თეოსთან.თეო ასეთ მოპყრო-
ბას არ იმსახურებდა.ის ხომ მიენდო,
ის ხომ სიყვარულზე ელაპარაკებოდა
და ბედნიერი იყო. რატომ დააჯერა თავი, რომ თეო ვერ გაუგებდა.
კოშმრად გადაეგცა სიზმარი, რომელიც ხშირად ესიზმრებოდა და თეოს ვერ ივიწყებდა.,, ტრიალ
მინდორზე მიმავალს ქალის ხმა ესმოდა -სად მიდიხარ ილო? ტრიალდებოდა და თეოს ხედავდა
ატირებულს, აცახცახებულს და მიტოვებულს."რამდენჯერ გაუღვი-
ძია შეშინებულს აკანკალებულს.
სიცოცხლეს მისცემდა გაეგო, რას
ფიქრობდა მასზე თეო, ანდა ფიქრობდა კი იმის მერე , რაც მან
ჩაიდინა.
ერთხელ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა ქეთასთვის და ეს ფარსი
საბოლოოდ დაესრულებინა, მაგრამ
ქეთამ საფრთხე იგრძნო და გაერიდაა
მამის ავაფმყოფობა მოიმიზეზა და
მთელი ორი კვირით წავიდა.არ მისულა, არც მოუკითხავს.ქეთაც დუმ-
და.ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა და
ცხოვრება ძველი დინებით გაგრძელდა.
გამბედაობა არ ეყო,ხელი ეკრა, ამ
ქალისთვის, მისი მომლოდინე
თვალებისთვის, დაფიქრდა და
მიხვდა, რომ დიდი მოვალეობა ჰქონდა.რა უნდა ეთქვა მამისთვის,
მამიდისთვის, რომლებიც აღმერთე-
ბდნენ ქეთას.მიუხედავად იმისა , რომ
ქეთას ძმასთან უჩასთან ცივი ურთიერთობს ჰქონდა, პატივს სცემდა
უჩა ყველაფერს ხვდებოდა.მაგრამ
ჯიუტად არ ერეოდა მათ საქმეში.
მხოლოდ მათ წვეულებებზე დადიოდა
ისიც ქეთას დაჟინებული მოთხოვნით.
უჩასთან ყოველი შეხვედრა მისთვის
ტანჯვა იყო.ილია გრძნობდა უჩა კაცურად უგებდა და არ ცდილობდა
პასუხი მოეთხოვა იმაზე, რასაც მისი
აზრით გაუგებრობა ერქვა.
ერთადერთი ადამიანი ვისაც გამო-
უტყდა თავის მეგობარი ვახტანგი
იყო.მიუხედავად მათ შორის ასაკობრივი სხვაობისა და სამსახურეობრივი მდგომარეობისა,
იგი ილიას ძმა და მეგობარი იყო.
მასთან ყველაფერი მოჰყვა იმ გრძნობებზე რასაც თეოს მიმართ გრძნობდა.მხოლოდ ის კი დამალა,
როგორ და რა ვითარებაში გაიცნო
თეო და სად იყო ის ახლა. გაკვირვებულმა ვახტანგმა მხოლოდ
ისღა შეეკითხა:
-არ გამაგიჟო ბიჭო იმ ქალთან დადიხარ?
-არა ვახტანგ, ის ისეთი შორსაა,
მასთან მისვლის უფლებაც არ მაქვს.
-შენ სულ გაგიჟებულხარ ძმაო.თუ იმ ქალს უყვარდი და გელოდებოდა ეს რა ჩაიდინე, ორი ქალის ცოდვა დაიდე, რა პატარა ბიჭივით მოქცეულხარ,?- გაწყრა ვახტანგი.
-მეჩხუბე,მითხარი , რომ იდიოტი ვარ.
აღარ შემიძლია, ეს ჩემთვის, მართლა
სერიოზული ყოფილა; ეხლა მივხვდი.
-რა შეიცვლება იმით, თუ თავს გაგიტეხ, ერთს გეტყვი, გონზე მოდი
და უფრო სერიოზულად მოეკიდე
საქმეს, ოჯახს და ახალ სისულელეს
ნუ ჩაიდენ.
-ვეცდები, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვარ.ღმერთმა
დამიფარის, რომ შემთხვევით მას
შევხვდე, ჩემს თავზე პასუხს არ
ვაგებ.-ბურთი გაეჩხირა ილიას ყელში
-დაწყნარდი ძმაო. ასეთი რამე ბევრს
ემართება. მალე შეეჩვევით ერთმა-
ნეთს, მერე ბავშვი გეყოლებათ და
ეს ყველაფერი წარსულში დარჩება.
მერე კი ღიმილით გაიხსენებ ამ ყველაფერს.
-იმედი მაქვს. მაგრამ ბავშვზე დამიჯერე არ მიფიქრია, ღმერთმა
ჰქნას. -ჩაილაპარაკა და მიხვდა, რომ
ვახტანგი ვერ დაარწმუნა. , რადგან
ბატონი მაიორი ისეთი გამომცდელად
უყურებდა,პატარა ბიჭივით გაწითლდა
-კარგი ვახტანგ, ვეცდები, რომ ეს
ყველაფერი კონტროლს დავუქვე-
მდებარო.შენ მართალი ხარ ასე
მგონია ის ქალი გავაიდეალე.იყო
კი ასეთი ?-ჩაილაპარაკა თავისთვის
და გული დაწყდა, რომ ესეც ვერ
გაიგო, ესეც გამოცანად დაუტოვა
საკუთარ თავს.
ილიას თავზარი მაშინ დაეცა, როცა
ქეთას საოჯახო ალბომში, ქეთას
მეგობრებს შორის თეო დაინახა.
განცვიფრებისაგან ნერწყვი გაუშრა,
თავბრუ დაეხვა და დაბარბაცდა.
ბედზე , ქეთა კარადაში წიგნების
დალაგებით იყო დაკავებული.
მდგომარეობიდან უცებ გამოვიდა,
მაგრამ ყურებს მაინც გუგუნი
გაჰქონდა.თავი საშინლად ასტკივდა.
ქეთა შემოტრიალდა და ქმრის ხელში
ალბომი დაინახა.გაიღიმა და გაეხარდა, რომ ილია ალბომით
დაინტერესდა..
-ეს ჩემი პირადი ალბომის, აქ ჩემს სურათებს ვინახავ დაბადებიდან
დღენდე.ეს ჩემი პატარა ისტორიაა.
-მეც მქონდა ასეთი დედამ გამიკეთა,
მაგრამ ახლა სად გდია არც კი ვიცი.
-რატომ მერე,მოვძებნოთ და შევინახოთ, რადგან დადგება დრო
და ჩვენთვის ყველაზე სათუთ ნივთად გადაიქცევა.
-შეიძლება დავათვალიერო,?- მორიდებით იკითხა ილიამ
-რატომ მეკითხები?, რა თქმა უნდა.-
გაეღიმა ქეთას და მის გვერდით მოკალათდა.
-რა ლამაზი ბავშვი ყოფილხარ.
გაეღიმა ილიას-ისევ ბავშვური ნაკვთები გაქვს უბრალოდ გაიზარდე.
სხვა არაფერი შეცვლილა.
-ყველა ბავშვი ლამაზია.-გაეცინა
ქეთას.
-შენ ეხლაც ლამაზი ხარ.-ხელი გადახვია ქეთას და გაიფიქრა-ნეტავ
რა კავშირია ქეთას და თეოს შორის.
ღმერთო შენ მიშველე არაფერი შემეშალოს.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев